კალათა

დეტალურად

მიხეილ ხერგიანი (1932-1969) – საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში სასიმაღლო და ტექნიკურ კლასებში, მეკლდეურობაში საბჭოთა ჩემპიონატებისა და პროფკავშირების შვიდგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მიანიჭეს „კლდის ვეფხვის“ წოდება. მიხეილ ხერგიანმა დღიურის წერა 1963 წელს დაიწყო წარსული და მიმდინარე მოვლენების აღსაწერად. ჩანაწერები 1969 წლის 3 ივლისს წყდება – ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე: იტალიაში სუალტოს მწვერვალზე ასვლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. „მე რაც მედლები მაქვს, ყველაფერს მირჩევნია ის, რომ ბევრი მთამსვლელისთვინ შემინარჩუნებია სიცოცხლე, ყველაზე მეტად მიხარებს გულს ის, რომ ადამიანს სიცოცხლეს შევუნარჩუნებ“.
  • სიტყვა მიხეილ ხერგიანზე (ოთარ ჭილაძე)
  • * * *
  • 1951
  • 1952
  • 1953
  • 1954
  • 1955
  • 1956
  • 1957
  • 1958
  • 1959
  • 1960
  • 1961
  • 1962
  • 1963
  • 1964
  • 1965
  • 1969