კალათა

დეტალურად

ლეონარდო და ვინჩის ფასდაუდებელ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის პარაგონეს (Paragone) - ექსპრომტად გამოთქმულ მჭევრმეტყველურ გამონათქვამებს და ასევე მის წინასწარმეტყველებებს. ფერწერის და ხელოვნების სხვა დარგების: მუსიკის, სკულპტურის, არქიტექტურის და სხვ. სადიდებლად გამოთქმული მჭევრმეტყველური ქარაგმები, ძირითადად მილანის ჰერცოგის ლოდოვიკო მოროს სასახლის კარზე, გონებამახვილობის ტურნირებში პოულობდა გამოხმაურებას უწარჩინებულესი საზოგადოების გასართობად და თავშესაქცევად. მჭევრმეტყველების ტურნირები იმართებოდა იმისთვის, რათა ფერწერას თავისი საკადრისი ადგილი დათმობოდა თავისუფალ ხელოვნებებს( Arts Liberales) შორის... სრული ჭეშმარიტებაა - ფერწერა მეცნიერებაა, რომელიც ბუნებისგან არის აღმოცენებული და შობილი, ამიტომ, მართებულია ვუწოდოთ მას „ბუნების კანონიერი ასული“, ლეონარდოს ეს ფორმულა არასოდეს დაკარგავს თავის სიღრმეს და მნიშვნელობას...
  • ყდა
  • თავფურცელი
  • შესავალი
  • იგავ-არაკები
  • სახუმარო მოთხრობები – Facetii
  • წინასწარმეტყველებები