კალათა

დეტალურად

ეს ნაშრომი საქართველოს სახელგამმა შემიკვეთა გოეტეს იუბილეს გამო. იგი პირველი ცდაა ბიოგრაფიული რომანისა ქართულ ენაზე. მთელი კულტურული კაცობრიობა გამოეხმაურა გოეტეს სიკვდილიდან 100-ის შესრულების თარიღს: ევროპა, ამერიკა, ავსტრალია, ჩინეთი და ინდოეთი. გასაგებია: საქართველოს სახელგამის მიერ დაკისრებული მოვალეობის სიმძიმეს ჩემი ავტორული თავმოყვარეობაც ზედერთვოდა. ამიტომ არც შრომა დამიზოგავს ჩემის მხრივ და არც სიყვარული ამ დიდი და ნათელი გენიისადმი სათანადო პატივის მისაგებად. ცხადია, კომპილაციურ შრომას არავითარი აზრი არ ექნებოდა, რადგან გოეტეს შესახებ იმდენი დაწერილა კარგიც და ცუდიც, ყველაფერს თავი რომ მოვუყაროთ, ეს ყოველივე ერთ ქალაქშიაც არ დაეტევოდა. ამიტომაც გულმოდგინეთ ხელახლა შევისწავლე მისი ავტობიოგრაფია: «Dichtung u. Wahrheit» („პოეზია და სინამდვილე“) ოცივე წიგნი. სამივე ტომი ეკერმანის „გოეტესთან საუბარისა“, გოეტეს „საფრანგეთს გალაშქრება“, „მოგზაურობა იტალიაში“, მეგობრებისა და მახლობლებისადმი მინაწერი და მათგან მიღებული კერძო ბარათები, გოეტეს Naturwissenschaftliche Sehriften (ბუნებისმეტყველური ნაწერები), ხანდახან მისი ლირიკის გადათვალიერებაც მომიხდა. რა თქმა უნდა, ამ მუშაობის შესრულებისას დიახაც გამოვიყენე ჩემი მრავალი წლის მუშაობა გოეტეს სემინარებში: ლაიპციგსა, მჲუნხენსა და ბერლინში გაწეული 1912-19 წლების მანძილზე და პირადი შთაბეჭდილებანი ფრანკფურტსა, ვაიმარსა და იტალიაში მოგზაურობის დროს 1919-20 წლებში მიღებული...
  • 1. ოქროს მამალი
  • 2. პარიზი, პარიზი, ნარგიზი, ნარგიზი...
  • 3. „vunderkind“
  • 4. გამიჯნურება პირველი
  • 5. საშიშარი სტუდენტი
  • 6. შტრასსბურგი
  • 7. ემილია და ლუციდე
  • 8. კლოპშტოკი, ჰერდერი და შექსპირი
  • 9. ნიღაბოსანი მიჯნური
  • 10. ფრედერიკე ბრიონ
  • 11. შინმიბრუნებული
  • 12. შარლოტტე ბუფფ
  • 13. სოფიი ლაროშ
  • 14. იოჰანნა ფალნერ და მაქსე ბრეტნანო
  • 15. ლაფატერი
  • 16. ლილი
  • 17. ვაიმარი
  • 18. შარლოტტე ფონ შტაინ
  • 19. კარისკაცი თუ პოეტი?
  • 20. ბუნებისმეტყველი
  • 21. მოგზაურობა იტალიაში
  • 22. ქრისტიანე ვულპიუს
  • 23. რევოლჲუცია
  • 24. შილლერი
  • 25. ნაპოლეონი
  • 26. ბეტინა
  • 27. ულრიკე ფონ ლევენცოვ
  • 28. ლორდ ბაირონ
  • 29. ჩამქრალი თვალი
  • ბოლოსიტყვა