კალათა

დეტალურად

თაგვებსა და ადამიანებზე

ჯონ სტაინბეკი

გამომცემლობა არტანუჯი

მთარგმნელი გვანცა ჯობავა

რომანი

თარგმანი ინგლისურიდან

„თაგვებსა და ადამიანებზე“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია 1962 წლის ნობელიანტის, ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის შემოქმედებაში. ეს არის იგავი დანაშაულის, მარტოობის, იმედისა და უიმედობის შესახებ. რომანის სიუჟეტი დაფუძნებულია ორი ადამიანის მეგობრობასა და მათ საზიარო ოცნებაზე, რომ ერთხელაც საკუთარი სახლი და დიდი ბოსტანი ექნებათ, კურდღლებს მოაშენებენ, წიწილები ეყოლებათ და ზამთრის წვიმებში, ღუმელთან შემომსხდარები, ყურს მიუგდებენ, როგორ ეცემა წვიმის წვეთი სახლის სახურავზე. წიგნში მოქმედება ხდება დიდი დეპრესიის პერიოდის კალიფორნიაში და ასახულია მისი თანმდევი მოვლენები: რასიზმი, მარტოობა, ბრძოლა პირადი თავისუფლებისთვის. მწერალი დიდი ოსტატობით გვიჩვენებს უბრალო ადამიანების ხვედრს რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში. „თაგვებსა და ადამიანებზე“ არაერთხელ დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლის სახით, ჰოლივუდურმა კინომ კი სამი ეკრანიზაცია მიუძღვნა. მათგან ყველაზე პოპულარულია 1992 წელს გადაღებული ფილმი, სადაც მთავარი პერსონაჟის – ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი ასრულებს.
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *