კალათა

დეტალურად

კამილო ხოსე სელა (1916-2002) ნობელის პრემიის ლაურეატი, ესპანეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სერვანტესის პრემიის ლაურეატი, თანამედროვე ესპანური ლიტერატურის კლასიკოსია. ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ესპანური კულტურის ტრადიციებში აშუქებდა და ესპანური ენის განვითარებას უწყობდა ხელს. რომანი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა – „პასკუალე დუარტეს ოჯახი“ – 1942 წელს დაწერა. იგი ალეგორიაა ესპანეთში არსებული იმჟამინდელ ცხოვრებაზე და ყველაზე პოპულარული ესპანური რომანია „დონ კიხოტის“ შემდეგ. ფართო აღიარება მოიპოვა მწერლის შემდეგმა მოთხრობებმა და რომანებმა, რომლებიც „შავი იუმორით“ იყო გაჯერებული. 1989 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.
  • არტისტების კაფე
  • კარაბინერის დანაშაული
  • გაზაფხულის ბრალია
  • მესიათა კლუბი
  • ფორთოხალი ზამთრის ხილია
  • საიდუმლო მკვლელობა ბლანშარის ქუჩაზე
  • რობერტიტოს მოწოდება
  • ასორინი ანუ როგორ ჩავკეტოთ საკუთარი თავი ჰერმეტულად
  • პიო ბაროხა სამოცდათვრამეტი წლის მიჯნაზე
  • ბავშვობა დაკარგული სამოთხეა
  • ყვავილთა ენა
  • შერეკილი მარია მხატვარი
  • პერესი, ყურებაგლეჯილი გმირი
  • ოჰ, ეს თხები!
  • ყოჩაღი
  • ფლერ დ’ორანჟი – უმანკოებისა და სევდის ყვავილები
  • დონია კონჩა
  • სახალხო სეირნობა