წიგნის ავტორი დაიბადა და გაიზარდა შატილში. ამჟამადაც იქ ცხოვრობს და ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ნაშრომში მან მიმზიდველად და ცოცხლად დახატა შატილიონთა ყოფა-ცხოვრება და მომხვდურებთან ბრძოლა წარსულ საუკუნეებში, გადმოსცა საკუთარი თვალით ნანახი და განცდილიც. წიგნი დაიწერა ძირითადად მომავალი თაობისთვის, რომელიც ვერ მოესწრო ტრადიციულ ხევსურულ საზოგადოებას, ადათ-წესებს, ეთნოგრაფიულ ყოფას, ამიტომ მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარსულის შესწავლისთვის. წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს მოგზაურებს და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს.
- ყდა
- თავფურცელი
- * * *
- შატილი და მისი მემატიანე
- წინათქმა
- შატილი და შატილივნები
- ტყვის მოყვანა შატილში
- შატილივნები და ახვერდი მაჰმადი
- ჯალაბაურები და ფშავლები
- ჩუმელაურთ დალევა
- შატილივნები და ზელიმხანი
- ახალი წელი შატილში
- ქორწილი
- „ახალზლის“ სამსჯავრო
- ტუჩათ ნიკო და ნიათ ლეკო
- სიტყვა-თქმათა განმარტება
- გამოყენებული ლიტერატურა