კალათა

დეტალურად

მოთხრობების კრებული „კანფეტი“ ავტორის სადებიუტო წიგნია, თუმცა ბევრი სადებიუტო წიგნისაგან განსხვავებით, მას ნაჩქარეობის და უმწიფარობის კვალი არ ატყვია. ჩანს, რომ ამ კრებულისკენ საკმაოდ დიდი ხანი მიდიოდა ავტორი – საკუთარი ხელწერის ძიება, თემების თუ კონცეფციების მოსინჯვა და ამავე დროს მათგან გაქცევის მცდელობები, შერჩეული ტექსტების წიგნში კომპოზიციურად დალაგება – ეს ყველაფერი ცალსახად იგრძნობა ოთარ ჯირკვალიშვილთან. წიგნში შესული ყველაზე ვრცელი მოთხრობა „კანფეტით“ მწარე სატირაა ფანატიზმზე, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ რთულად აწყობილ ტექსტს წარმოადგენს, თავისი რეფლექსიებით, ფილოსოფიური, რელიგიური, სამედიცინო თუ პუბლიცისტური ენების და შესაბამისად, რიტორიკათა ირონიული ურთიერთმონაცვლეობით, გამოკვეთილი სიუჟეტური ხაზის არარსებობით და ა.შ. ანუ, თავისთავად, ეს ტექსტი არის ეპატაჟური, მაგრამ ეპატაჟის მუდმივად თანამდევი ვულგარული ნიშან-თვისებები ჩამოცილებული აქვს სწორედ იმით, რომ ავტორი ახერხებს სოციალური სატირის წმინდა ლიტერატურულ სივრცეში ჩაძირვას. რიგითი მკითხველისათვის ამ მოთხრობას ეპატაჟური მიმზიდველობა არანაირად არ ახასიათებს, პირიქით, მისთვის იგი ალბათ რაღაცნაირად უსახური, უგემური, დამღლელი და ბუნდოვანია. და ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ მოთხრობას კი არ ეხება, არამედ მთელ წიგნსაც. ოთარ ჯირკვალიშვილი არ წერს და არც უნდა, რომ წეროს ლიტერატურა, რომელიც „ერთი ამოსუნთქვით იკითხება“. მისი ტექსტების წასაკითხად, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ბევრი ამოსუნთქვის გაკეთებაა ხოლმე საჭირო.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • სარჩევის შესავალი
  • მღვდელი
  • კანფეტი
  • ლიტერატურული ეკლექტიზმი ანუ საქართველო ეშმაკის სახეში
  • ცხენის კისერზე შემოჭდობილი კაცის ხელები
  • ხელოვანი
  • პრევენცია
  • სიკვდილის წინადადება
  • მწერალი და პატრიარქი
  • ბრმა
  • მორიელი
  • თვითმკვლელობა
  • სქოლიო