„გიორგი კეკელიძეს ერთი კარგი თვისება აქვს – და ეს ჯერ კიდევ ბესტსელერად ქცეულ „გურულ დღიურებშიც“ გამოჩნდა – შეუძლია, გურული ამბავი ისე მოყვეს, რომ კახურიც გამოვიდეს, ქართლურიც, აჭარულიც, მეგრულიც და ასე უსასრულოდ, თუნდაც გაფიქრებინოს, ახლა კატმანდუს რომელიმე მივიწყებულ კუთხეში, რომელიმე ბავშვიც შეიძლება ამას გრძნობდესო. ყოველთვის ზუსტად პოულობს იმ განცდებს, ბავშვობის დროინდელ იმ მოგონებებს, რომლებიც ამქვეყნად ყველასთვის საერთოა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფონზე ხდება, შეგრძნებებს, რომლებიც ყველას გამოუვლია და ესეც რად ღირს, რომ „დაუთმე და პატარაა და მოდი, ამჯერად ეს ავტომატი ამას მივცეთ“, საერთოა და ყველას გამოგვიცდია, ქალსაც და კაცსაც, გურიაშიც და კახეთშიც და სხვაგანაც, რა თქმა უნდა. და ასე გითრევს ავტორი ამბავში და ვეღარ წყდები და გინდა, არ გინდა, გეკიდება ფიქრი: „ღმერთო ჩემო, ჩემს ბავშვობაში რაღა იყო ისეთი, რომელიც ამდენი წლის შემდეგ გაისვრის?“ იქნებ ცოტა შიშიც შეგაპაროს გულში, მაგრამ, აბა, რა გასაკვირია. რამდენი საერთო გქონია მურმანთან, იმის ჩათვლით, რომ საკუთარ ქალაქში სულაც არ ცხოვრობ და შენს ბავშვობასთან, დროსთან ერთად, მანძილიც გაშორებს“. – ტორესა მოსი. „აიღეთ ცოტაოდენი ჟრუანტელი, ორი მწიკვი ადრენალინი, ერთი კონა შიში, დაუმატეთ ერთი ბღუჯა მძაფრი ემოცია, სიახლისა და ორიგინალობის ულუფა, ირონია და სარკაზმი გემოვნებით, კარგად დააბლენდერეთ, ზემოდან „ეთერიანის“ წვრილად დაფხვნილი ნაცნობი სიუჟეტი მოაყარეთ და მიირთვით – ეს გიორგი კეკელიძის სხვანაირი დეტექტივია. „მურმანის სევდა“ თანამედროვეობის ყალიბში გამოტარებული, კოხტად მორგებული და ისეთი საინტერესოა, აუცილებლად რომ გაფიქრებინებს – რა იქნებოდა, ამ დალოცვილს ცოტა მეტი დაეწერაო“. – მოლი ბლუმი, ბლოგერი
- ყდა
- თავფურცელი
- * * *
- თავი 1 მურმანი დაიბადა
- თავი 2. თხის რქა
- თავი 3. ფეტვის დათესვა
- თავი 4. ხელუკუღმა
- თავი 5. ამაღამდელო ღამეო
- თავი 6. შემოხვდა ამ დროს წინ ეშმაკი და ჰკითხა
- თავი 7. თესე-კაფე
- თავი 8. ორშაბათ შეყრილ მიჯნურნი