ეს წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად დრამატული, საბედისწერო ეპოქის ლიტერატურული ანარეკლია. ლიტერატურა ისტორიის ყველაზე მართალი მოწმეა, ყველაზე უანგარო, საიმედო შემნახველია და წიგნში წარმოდგენილი ქართული ლიტერატურის მრავალფეროვანი ნიმუშებიც უტყუარად ამეტყველებენ ჩვენს უახლოეს ისტორიულ წარსულს. ქართველი მწერლების მოთხრობები შესაძლებლობას გვაძლევენ, უშუალოდ მივადევნოთ თვალი საბჭოთა საქართველოს ისტორიის ეტაპებს, უშუალოდ ვიგრძნოთ და დავინახოთ საქართველოს ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ამ რეჟიმის სხვადასხვანაირად გამოვლენილი ავადმყოფური ბუნება. მოთხრობების პერსონაჟთა სახეები, მათი ხვედრი მკვეთრად აღიბეჭდავს ადამიანის ბედს საბჭოთა საქართველოში.
- ყდა
- თავფურცელი
- საბჭოეთის გამოჩენა
- ლეო ქიაჩელი
- ნიკოლო მიწიშვილი
- სალტეების შემოჭერა
- მიხეილ ჯავახიშვილი
- კონსტანტინე გამსახურდია
- დემნა შენგელაია
- გიორგი ლეონიძე
- ოთარ ჩხეიძე
- ჩვეულებრივი საბჭოთა ცხოვრება
- რეზო ჭეიშვილი
- ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია
- ნოდარ დუმბაძე
- გურამ რჩეულიშვილი
- შოთა ჩანტლაძე
- რევაზ ინანიშვილი
- ჯემალ თოფურიძე
- ერთხელ ქუთაისის მილიციაში
- „უძრაობიდან“ ფინალისკენ
- ნოდარ წულეისკირი
- ბარკლაი დე ტოლის სიზმრები
- ჯემალ ქარჩხაძე
- ვლადიმერ სიხარულიძე
- დანატოვარი
- ირაკლი ქასრაშვილი
- ნუგზარ შატაიძე
- სქოლიო