აბრაამ ლინკოლნის დაღუპვას ეძღვნება უიტმენის ყველაზე ცნობილი ლექსი „ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!..“, რომელშიც ეპოქის სულისკვეთება აღიბეჭდა. უიტმენის „კაპიტანოს“, გარკვეულწილად, მეორე სიცოცხლე მიანიჭა 1989 წელს გამოსულმა ამერიკულმა მხატვრულმა ფილმმა „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ (რეჟისორი პიტერ უირი). უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ქართულ ენაზე „კაპიტანოს“ თარგმანთა სიმრავლე, გარკვეულწილად, ალბათ ხსენებულმა ფილმმაც განაპირობა. წინამდებარე თორმეტივე ქართული თარგმანი მაღალმხატვრულ დონეზეა შესრულებული. სხვადასხვა დროს უიტმენის ლექსის ქართული ვერსიები შექმნეს: ზვიად გამსახურდიამ, მედეა ზაალიშვილმა, ვასილ გულეურმა, ნინო დოლიძემ, დალილა ბედიანიძემ, ნანა გასვიანმა, პაატა შამუგიამ, ლელა ებრალიძემ, ნატა ვარადამ, სალომე ბენიძემ, ქარდა ქარდუხმა, ირაკლი კაკაბაძემ. წინასიტყვაობა დაურთო თამარ კოტრიკაძემ.
- ყდა
- თავფურცელი
- O Captain! My Captain!
- თარგმნა ზვიად გამსახურდიამ
- თარგმნა მედეა ზაალიშვილმა
- თარგმნა ვასილ გულეურმა
- თარგმნა ნინო დოლიძემ
- თარგმნა დალილა ბედიანიძემ
- თარგმნა ნანა გასვიანმა
- თარგმნა პაატა შამუგიამ
- თარგმნა ლელა ებრალიძემ
- თარგმნა ნატა ვარადამ
- თარგმნა სალომე ბენიძემ
- თარგმნა ქარდა ქარდუხმა
- თარგმნა ირაკლი კაკაბაძემ
- უოლტ უიტმენის „კაპიტანო“
- სქოლიო