„წასვლა“ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის პიროვნული თუ ფსიქოლოგიური სირთულეების სატირული სურათია. პიესის მთავარი პერსონაჟი, ვილემ რიგერი, რომელიღაც დაუკონკრეტებელი ქვეყნის კანცლერია, რომელსაც ეს-ესაა, ამოეწურა ხელისუფლებაში ყოფნის ვადა. მას სახელმწიფოს კუთვნილი ფეშენებელური ვილიდან გამოსახლება ემუქრება, თუკი საჯაროდ არ დაუჭერს მხარს თავის მემკვიდრეს. პიესაზე მუშაობა ჰაველმა ჯერ კიდევ კომუნიზმის დამხობამდე, 1988 წელს დაიწყო, მაგრამ „ხავერდოვანი რევოლუციისა“ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისთვის ვეღარ მოიცალა და თაროზე შემოდო. „წასვლა“ ჰაველმა 2007 წელს დაასრულა და ეს მისი ბოლო პიესა აღმოჩნდა.
- ყდა
- თავფურცელი
- წინათქმა
- მოქმედი პირნი
- პირველი მოქმედება
- მეორე მოქმედება
- მესამე მოქმედება
- მეოთხე მოქმედება
- მეხუთე მოქმედება