სერიის ამ ტომში მოთხრობილია Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის შესახებ. ის ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა მასზე უკვე ბევრს საუბრობენ და ფიქრობენ, ვინ არის სიტყვაძუნწი მარკ ცუკერბერგი - ახალგაზრდა გენიოსი თუ უბრალოდ იღბლიანი ბიჭუნა, რომელსაც ძალიან გაუმართლა? ამას დრო გვიჩვენებს, ჯერჯერობით კი ჟღალთმიანი მილიარდერი ახალ-ახალი ვირტუალური იდეებით მსოფლიოს აოცებს და ცდილობს, მსოფლიო უფრო გულღია გახადოს. და მაინც... რამ აიძულა, შეექმნა Facebook, სადაც მსოფლიოს მოსახლეობას თავი მოუყარა და რა კავშირი აქვს ამას მისი სიყვარულის ისტორიასთან - ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით მარკ ცუკერბერგის ისტორიის წაკითხვისას.
„გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.
- ყდა
- თავფურცელი
- ვუნდერკინდი თუ იღბლიანი ბიჭუნა
- დევიზი: არ იჩქარო!
- Facebook-ის დაბადება და ისტორია წლებით
- შურისმაძიებელი ქურდი თუ მოშურნეთა მსხვერპლი
- სამყაროს შეცვლა
- FACEBOOK-ის მომსახურება
- FACEBOOK და მარკ ცუკერბერგი ციფრებში
- მარკ ცუკერბერგის ცხოვრების სტილი
- სოციალური ქსელის სტუდენტი მეფე
- სიყვარულის ისტორია
- მარკ ცუკერბერგის წარმატების ფორმულა
- ეპილოგი
- გამოყენებული ფოტომასალა