„ცხოვრებისგან სხვა არაფრით მისარგებლია, მარტო ასაკით“ – ასეთია განაცხადი წიგნის ავტორისა და მთავარი გმირისა, რომელიც სრულიად ახალი გადასახედიდან იწყებს შემოქმედებით რეფლექსიას – ის 175 წლის პოეტის მდგომარეობაშია, ეს ასაკი მისი ახალი როლია და ახალი სასჯელიც, რომელსაც თვითნებურად იღებს საკუთარ მარტოობაში. ეს ახალი მდგომარეობა (ასაკი, როლი) განაპირობებს კიდეც წიგნის მთავარ თვისებას – სიახლეს, რომელიც მარადიულ (და ბესიკ ხარანაულისთვისაც ძალიან თვისებრივ, მშობლიურ) თემებს განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს: სიკვდილ-სიცოცხლე, სიყვარული და სიძულვილი. ამ ყველაფერს კი განუმეორებელი თვითირონიის ხიბლი, მოხდენილი იუმორი ახლავს, რაც კიდევ უფრო მეტი ხალისით შეიტყუებს მკითხველს პროზისა და პოეზიის გასაყარზე შექმნილ, თავბრუდამხვევად რთულ და ამავდროულად მსუბუქ წიგნში.
- ყდა
- თავფურცელი
- ავტორი: – თავისთვის, ოდნავ გასაგონად...
- ახლა – ავტორისადმი, სიზმარში ნათქვამი
- ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს
- ხეზე მშარდავი
- სიბერე, ახალი დროის გატაცება
- სიბერე! რადგან ყველაფერი მიტაცებულია
- სახლი, სასახლე, ციხე და გალია
- ხეზე მშარდავის გაგებისათვის
- დილის ბუნებითი გლოვა ადამიანისა და მასზე ამაღლება
- ნუ უყურებ, რაც არის, დაინახე – რაც არაა!..
- ჩემს სახლში ყველა ციხეზე სუფთა ჰაერია
- გალაქული ბადრიჯანი
- ხომ არის ისეთი შემთხვევაც, რომ არ გინდა – მოკვდე
- სველი თითით აკრეფილი ნამცეცების რიცხვი
- პირველი – ბოლოში
- რუსთაველის ანკეტა
- დასაწყისების აშლილი თაიგული
- თავისი ნაბიჯების ბატონი
- ვინაც თავის ობლობას აფასებს
- ვინც მე სიკვდილის შემდეგ დოლი გამიყიდოს
- აი, თურმე როდის წყდება მსხალი ყუნწს
- ხალისით ჯობნა გულის სიავისა, სილაღით თარეში
- სახლის ნაშალი
- დოლი გავხეთქე ცემითა
- კალმით დასმული ასოები, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური, ბაბუათქვენის ბაბუისდროიინდელი ბუზღუნი... და არწივის გაქელილ ფრინველთა ბუმბულის და ნაკრტენის კორიანტელი
- სხვადასხვა ადგილას გამოსადეგი შეძახილები, არა მხოლოდ თავისგასამხნევებელი
- სახარჯო მგელი
- 37 ბალახის ნახარში – ზოგისა თესლი, ზოგისა ყვავილი, ნახშირი და რკინა
- ფიზიკური ბესიკი
- უკუთვინიერი
- როგორც ვიღაც უცხოს წინაშე იქცევი, ისე მოიქეცი შენი თავის წინაშეც, რადგან ღმერთისთვის შენც ვიღაც უცხო ხარ
- გაბედე კარგად ყოფნა
- ცრუ დიდებული
- თეატრი გზაზე
- ღმერთი XXI საუკუნეში
- მოწაფის გამოცდა გზის ფიცარნაგზე
- დიქტატორის სული
- ვინც თავის ობლობას აფასებს
- ბუნებაში კაცის ნებისყოფის ყველას ეშინია
- სათამაშო
- საკუთრების აღდგენა
- ამაღამდელო ღამევ, ფრთხილად იყავი, უნდა დაგერხას
- ვიღაზე არ მიპოვნია ჩემი ტანსაცმელი
- ბრძოლა
- მესამე ნიღაბი
- სახელშერქმევისათვის კაცისა
- ტაშიანი მათრახი
- სტუმარშინშეუყვანელთა წვეულებაზე
- სწავლებანი ნაძალადევის გორაზე – პარკში, ავჭალისა და დიდუბის საზღვარზე და იორ-მდინარის ორივე ნაპირზე
- აუშვით მუსიკა
- აი, რა შეუძლია კაცს, რომელსაც სხვა გზა არ დარჩენია
- უფასო კვების სასადილო
- თეატრი – ბოლოს, ანუ, სიკვდილი ცოცხალი შესრულებით