კალათა

დეტალურად

ირანელი ნობელიანტის შირინ ებადის „ოქროს გალია“ 2011 წელს გამოვიდა. წიგნში ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. ეს არის ამბავი ოჯახისა, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ჰომეინის მომხრე, ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და სახლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ. შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, ადამიანებზე, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ, მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შეიძლება, ჩვენივე დამსახურებით, ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პირველი ირანელი ნობელიანტი
  • პროლოგი
  • 1. ძველი მეგობრობა
  • 2. სახლი აბას აბადში
  • 3. მოსადეყის კალამი M
  • 4. ერთი ჯარისკაცის ბედისწერა
  • 5. ორი ძმა
  • 6. შაჰის სახელით
  • 7. ოთხი ნაცრისფერი, გლუვი, შიშველი კედელი
  • 8. მაშჰადი
  • 9. ალის წვერი
  • 10. ალაჰ აქბარ
  • 11. ქორწილი
  • 12. რევოლუციური ფაგოშა
  • 13. მეთვალყურეობის ქვეშ
  • 14. ოცი წელი ერთ ღამეში
  • 15. ფინიკიდან გაერომდე
  • 16. მართლმსაჯულება ექიმისთვის
  • 17. ევინის ციხე
  • 18. ამერიკელი ირანელები
  • 19. რუჰოლას სიმღერა
  • 20. სასიკვდილო დარტყმა
  • 21. რაიმე თბილი
  • 22. ახალი ცხოვრება
  • 23. მოგზაურობა წყვდიადში
  • 24. მოკითხვა თეირანს
  • 25. რევოლუციის მტერი
  • 26. ისევ თეირანში
  • 27. ქვიშის მონუმენტი
  • 28. პარიზის ცა
  • 29. ისევ ერთად
  • სქოლიო