კალათა

დეტალურად

მწერალი და საზოგადო მოღვაწე – ჭაბუა ამირეჯიბი მოთხრობების, რამდენიმე კრებულის, მრავალი კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატიის, სხვადასხვა ჟანრის კინოსცენარისა და რომანების „დათა თუთაშხიასა“ და „გორა მბორგალის“ ავტორია. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია მსოფლიოს ოცდაცხრა ენაზე. „გიორგი ბრწყინვალე“ მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. იგი მოგვითხრობს ქართველთა სახელოვანი მეფის „გიორგი ბრწყინვალეს“ ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. თხრობა წარმოებს თავად მეფის პირით, რომელიც უბრალოდ, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე მოგვითხრობს თავისი ეპოქის ცხოვრებაზე, თუმცა ეს უბრალოება მკითხველს არ აძლევს საშუალებას დაივიწყოს, რომ ძლევამოსილი და ღვთივცხებული მეფე ელაპარაკება... (ილუსტრირებული გამოცემა. თემო ჯაფარიძის ილუსტრაციებით).
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • კარი პირველი
  • კარი მეორე
  • კარი მესამე
  • კარი მეოთხე
  • კარი მეხუთე
  • სქოლიო