კალათა

დეტალურად

1939, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნერს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. მარკუს ზუზაკი ავსტრალიელი მწერალია. მისი ოჯახი იქ ავსტრიის დატოვების შემდეგ დასახლდა. „წიგნის ქურდის“ მთავარი გმირის, ლიზელის დედობილ-მამობილის მსგავსად, ავტორის დედა გერმანელია, მამა მღებავად მუშაობდა. მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ – იმ ქალაქში მარკუსის დედა ცხოვრობდა. მოგვიანებით მწერალი იტყვის: „ბავშვობაში მოსმენილი ამბები მახსენებდა, საიდან ვარ და ვინ ვარ. ჩემი მშობლების განვლილი გზა, მათი მხნეობის მაგალითი და ბრძოლა გადარჩენისა და უკეთესი ცხოვრებისათვის წარმატების საფუძვლად მექცა. რა იქნებოდა თითოეული ჩვენგანი ისტორიის, წარსულის გარეშე“. ომის დროინდელი ბიოგრაფიები მარკუს ზუზაკმა თავის რომანებში გააცოცხლა. ახალგაზრდა მწერალი უკვე ექვსი რომანის ავტორია, მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სწორედ „წიგნის ქურდია“.
  • რას ფიქრობს ამ წიგნზე Liberteens?
  • მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“ მსოფლიო გამოხმაურება
  • სამადლობელი
  • პროლოგი
    • სიკვდილი და შოკოლადი
    • ლიანდაგებთან
    • დაბნელება
    • დროშა
  • ნაწილი პირველი
    • ჰიმელ-სტრიტზე გამოჩენა
    • ღორუკელად გადაქცევა
    • ქალი რკინის მუშტით
    • კოცნა
    • ჯესი ოუენსის ამბავი
    • ზუმფარის ქაღალდის შიდა მხარე
    • მეგობრობის სურნელი
    • სკოლის ეზოს მძიმეწონიანი ჩემპიონი
  • ნაწილი მეორე
    • სიბნელისგან შობილი გოგონა
    • სიგარეტით მოგვრილი სიხარული
    • ქალაქში მოხეტიალე
    • მკვდარი წერილები
    • ჰიტლერის დაბადების დღე,1940
    • 100% წმინდა გერმანული ოფლი
    • ქურდობის კარიბჭე
    • ცეცხლის წიგნი
  • ნაწილი მესამე
    • გზა შინისაკენ
    • მერის ბიბლიოთეკა
    • მებრძოლის გამოჩენა
    • ზაფხულის ნიშნები
    • არიელი მედუქნე
    • მებრძოლი, გაგრძელება
    • თაღლითები
    • მებრძოლი, დასასრული
  • ნაწილი მეოთხე
    • აკორდეონისტი (ჰანს ჰუბერმანის ფარული ცხოვრება)
    • კარგი გოგო
    • ებრაელი ჩხუბისთავის მოკლე ისტორია
    • როზას მრისხანება
    • ლიზელის ლექცია
    • მძინარე
    • ცუდი სიზმრების გაცვლა
    • გვერდები სარდაფიდან
  • ნაწილი მეხუთე
    • წყალზე მოტივტივე წიგნი (ნაწილი პირველი)
    • აზარტული მოთამაშეები (შვიდწახნაგიანი კამათელი)
    • რუდის სიყმაწვილე
    • ხელმოცარულები
    • ესკიზები
    • „სტვენია“ და ფეხსაცმელი
    • სისულელის სამი აქტი რუდი შტაინერის შესრულებით
    • წყალზე მოტივტივე წიგნი (ნაწილი მეორე)
  • ნაწილი მეექვსე
    • სიკვდილის დღიური: 1942 წელი
    • თოვლის პაპა
    • ცამეტი საჩუქარი
    • სუფთა ჰაერი, ძველი ღამეული ზმანება და რა მოვუხერხოთ ებრაელის გვამს
    • სიკვდილის დღიურები: კიოლნი
    • სტუმარი
    • სიკვდილის დღიური: პარიზელები
  • ნაწილი მეშვიდე
    • შამპანური და აკორდეონები
    • ტრილოგია
    • სირენების ხმა
    • ცის გამტაცებელი
    • ფრაუ ჰოლცაპფელის წინადადება
    • გრძელი გზა დაჰაუმდე
    • სიმშვიდე
    • იდიოტი და კაცები ლაბადებში
  • ნაწილი მერვე
    • დომინო და სიბნელე
    • ფიქრები შიშველ რუდიზე
    • სასჯელი
    • სიტყვის კაცის ცოლი
    • შემგროვებელი
    • პურის მჭამელები
    • დამალული ნახატებიანი წიგნი
    • ანარქისტის კოსტიუმების კოლექცია
  • ნაწილი მეცხრე
    • ახალი ცდუნება
    • ბანქოს მოთამაშე
    • სტალინგრადის თოვლი
    • უბედური შემთხვევა
    • შეკითხვის მწარე გემო
    • ხელსაწყოების კომპლექტი, სისხლმდინარი, დათვი
    • შინ დაბრუნება
  • ნაწილი მეათე
    • სამყაროს აღსასრული (ნაწილი I)
    • ოთხმოცდამეთვრამეტე დღე
    • ომის გამჩაღებელი
    • სიტყვების გზა
    • აღიარება
    • ილზა ჰერმანის პატარა, შავი წიგნი
  • წიგნის ქურდი
    • თვითმფრინავის გადახსნილი მკერდი
    • სამყაროს აღსასრული (ნაწილი II)
  • ეპილოგი
    • სიკვდილი და ლიზელი
    • ხე ნაშუადღევს
    • მაქსი
    • შუამავალი
  • მოკლე ინფორმაცია ავტორზე
  • სქოლიო