მრავალმხრივ საყურადღებო წიგნი, რომელიც ჩაგვახედებს თვალსაჩინო მთარგმნელისა და მოაზროვნის, ბაჩანა ბრეგვაძის შემოქმედებით სამყაროში, სიღრმისეულად განგვაცდევინებს აზრსა და სიტყვას, წარუშლელ შთაბეჭდილებებს, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის შედევრების ქართულად ამეტყველების დროს იბადება.
„XVII საუკუნის ფრანგი მწერალი ჟან დე ლაბრიუიერი თავისი წიგნის („ხასიათები“) დასასრულს წერდა: „გამიკვირდება თუ მკითხველს არ მოეწონა „ხასიათები“ და თუ მოეწონა, ესეც გამიკვირდება“.
მე კი ამ სიტყვის პერიფრაზირებით ვიტყოდი: გამიკვირდება თუ მკითხველს მოეწონა ჩემი „ჩანაწერები“ და თუ არ მოეწონა, ეს უკვე მისი საქმეა“.