„თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის ე. წ. „კანონს“, ანუ იმ დიადი წიგნების ჩამონათვალს, რომელთაც გადამწყვეტი და წარუშლელი გავლენა მოუხდენიათ დასავლურ კულტურაზე... როგორც უნდა აიგოს „თავისუფალ ხელოვნებათა“ კონცეფციაზე დაყრდნობილი „ლიტერატურის კანონი“, ვინც უნდა ჩამოწეროს დიად ნაწარმოებთა და ავტორთა სია, რომელ კულტურასაც უნდა ეკუთვნოდეს ამ სიის ინიციატორი, რომელ ენაზეც უნდა წერდეს და რომელ კონტინენტზეც უნდა მოღვაწეობდეს, რომელ უნივერსიტეტშიც უნდა შეუდგნენ მხატვრული ლიტერატურის შესწავლას, მაინც ვერავინ ვერ აუვლის გვერდს პირველ ევროპელ ავტორს, მსოფლიო პროფესიული ლიტერატურის ფუძემდებელს და გენიალურ პოეტს, ჰომეროსს. იგი ამგვარ სიაში, როგორც წესი, პირველია. ჰომეროსმა შექმნა გალერეა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გმირებისა, რომლებიც მოულოდნელი და იდუმალი ბმებით ერთიან ანსამბლს ქმნიან. პოეტი მათ ხატავს როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემენ, მაგრამ ერთად აჟღერებულნი თანახმიანობას, სიმფონიას ქმნიან.“ ლევან ბერძენიშვილი
- ყდა
- თავფურცელი
- „ილიადა“ დღეს
- პირველი სიმღერა. ჭირი, რისხვა
- მეორე სიმღერა. სიზმარი. ბეოტია ანუ ხომალდთა კატალოგი
- მესამე სიმღერა. ფიცი. გალავნიდან დათვალიერება. ალექსანდროსისა და მენელაოსის ორთაბრძოლა
- მეოთხე სიმღერა. ფიცის გატეხა. აგამემნონის მიერ ლაშქრის შემოვლა
- მეხუთე სიმღერა. დიომედესის გმირობანი
- მეექვსე სიმღერა. ჰექტორისა და ანდრომაქეს შეხვედრა
- მეშვიდე სიმღერა. ჰექტორისა და აიასის ბრძოლა
- მერვე სიმღერა. ღმერთების შეკრება. შეწყვეტილი ბრძოლა
- მეცხრე სიმღერა. ელჩობა
- მეათე სიმღერა. დოლონია
- მეთერთმეტე სიმღერა. აგამემნონის გმირობები
- მეთორმეტე სიმღერა. ბრძოლა გალავნისთვის
- მეცამეტე სიმღერა. ბრძოლა ხომალდებთან
- მეთოთხმეტე სიმღერა. ზევსის ცდუნება
- მეთხუთმეტე სიმღერა. ხომალდებიდან გაძევება
- მეთექვსმეტე სიმღერა. პატროკლეია
- მეჩვიდმეტე სიმღერა. მენელაოსის გმირობანი
- მეთვრამეტე სიმღერა. იარაღის დამზადება
- მეცხრამეტე სიმღერა. რისხვის დასრულება
- მეოცე სიმღერა. ღმერთების ბრძოლა
- ოცდამეერთე სიმღერა. ბრძოლა მდინარესთან
- ოცდამეორე სიმღერა. ჰექტორის სიკვდილი
- ოცდამესამე სიმღერა. პატროკლოსის დაკრძალვა. თამაშები
- ოცდამეოთხე სიმღერა. ჰექტორის გამოსყიდვა
- „ილიადა“: პირობითი სათაურები და ქვესათაურები
- მითოლოგიურ და გეოგრაფიულ სახელთა ლექსიკონი
- სიმეტრია „ილიადაში“
- სქოლიო