კალათა

დეტალურად

„უკანასკნელი სურვილი“ პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ლეგენდარული მხედვარის საგის პირველი წიგნია. ეს მასშტაბური, ბრძოლის სცენებით სავსე ნაწარმოებია, სადაც სიკეთე ებრძვის ბოროტებას, მაგრამ გმირს და ანტიგმირს სულ ტყუილად დაუწყებთ ძებნას - აქ ყველაზე სასტიკ და სისხლისმსმელ ურჩხულსაც კი აქვს რაღაც ისეთი, რაც მასზე გაგაღიმებთ, ან სიბრალულით აგავსებთ. თავად მხედვარი კი სულაც არ არის იდეალური ქმნილება და ურჩხულებისაგან განმათავისუფლებელი მეომარი – ისიც სწორედ ისე უშვებს შეცდომებს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები და, ალბათ, სწორედ ამის გამო გახდა გერალტი მთელი მსოფლიოსთვის საყვარელი პერსონაჟი.
  • გონების ხმა I
  • მხედვარი
  • გონების ხმა II
  • სიმართლის მარცვალი
  • გონების ხმა III
  • ნაკლები ბოროტება
  • გონების ხმა IV
  • ფასის საქმე
  • გონების ხმა V
  • ქვეყნიერების დასალიერზე
  • გონების ხმა VI
  • უკანასკნელი სურვილი
  • გონების ხმა VII