კალათა

დეტალურად

20 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

კრებული

გამომცემლობა პალიტრა L

ხელოვნება

სერია 20 ყველაზე

მე-19 საუკუნის მიწურულს კინომ მთელი სამყარო შეცვალა და უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ხელოვნებაზე, არამედ კაცობრიობაზე. ის დღესაც ართობს, შთააგონებს, ემოციებს აღუძრავს, ამხიარულებს და აფიქრებს მაყურებელს. კინოენა ერთნაირად ესმით სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციის ადამიანებს. კინემატოგრაფის შექმნის დღიდან უამრავი ფილმია გადაღებული. მათ შორის, რასაკვირველია, უამრავია შედევრი, კინოკრიტიკოსების მიერ აღიარებული, თუ უბრალოდ – ხალხისთვის საყვარელი. დღეს ხშირად მსჯელობენ, თუ რომელმა ფილმებმა მოახდინა განსაკუთრებული გავლენა მაყურებელზე, საზოგადოებაზე, რომელი ფილმებია ყველაზე მნიშვნელოვანი კინოს ისტორიაში, რომელი – ყველაზე პოპულარული მაყურებლებს შორის და ა.შ. ძნელია, ამ ზღვაში მხოლოდ 20 ფილმი ამოარჩიო. ოცზე მეტი გენიალური რეჟისორი მხოლოდ პატარა საქართველოს ჰყავს. თუმცა ვცადეთ, გაგვეთვალისწინებინა ჟანრობრივი მრავალფეროვნება, თვალი გადაგვევლო სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფისთვის, გაგვეხსენებინა ყველა დროის საუკეთესო ფილმების ასეულები და ტოპ-ათეულები და რაც მთავარია – შევარჩიეთ ის ფილმები, რომლებიც არა მხოლოდ კრიტიკოსებმა, არამედ მაყურებელმაც აღიარა, შეიყვარა და რომლებმაც გავლენაც მოახდინა ადამიანების ცნობიერებასა თუ კინოხელოვნებისადმი მათ დამოკიდებულებაზე. ეს ფილმები აუცილებლად უნდა ნახოთ; ზოგიერთი დაგაფიქრებთ, ზოგი – გაგაცინებთ, გაგართობთ, ზოგიც – დაგანაღვლიანებთ... მაგრამ ყველა გაზიარებთ იმ მშვენიერ სამყაროს, რომელსაც კინო ჰქვია.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ქართული კინო
    • 1. ნატვრის ხე
    • 2. ჯარისკაცის მამა
    • 3. არ დაიდარდო!
    • 4. ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი
    • 5. გიორგობისთვე
    • 6. მამლუქი
    • 7. უძინართა მზე
  • ამერიკული კინო
    • 8. ქარწაღებულნი
    • 9. დიდი ქალაქის ჩირაღდნები
    • 10. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
    • 11. ერთხელ ამერიკაში
    • 12. შინდლერის სია
    • 13. ნათლია
  • ევროპული კინო
    • 14. ბედის ირონია, ანუ გაამოთ
    • 15. რომეო და ჯულიეტა
    • 16. სათამაშო
    • 17. კაკუნი სამოთხის კარზე
    • 18. მეხუთე ელემენტი
    • 19. ჭექა-ქუხილის უღელტეხილი
    • 20. ელაპარაკე მას