კალათა

დეტალურად

ედოგავა რამპო (1894-1965) იაპონელი მწერალი და კრიტიკოსი იყო, რომელსაც თანამედროვე იაპონური დეტექტიური ჟანრის ფუძემდებლად მიიჩნევენ. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ტარო ჰირაი. 1922 წელს დაწერა მოთხრობა „ბრინჯაოს მონეტა“, რომელიც ერთ წელიწადში გამოაქვეყნა ფსევდონიმით ედოგავა რამპო - ეს სახელი ედგარ ალან პოს სახელის მიმსგავსებით დაირქვა. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს იაპონური დეტექტიური ლიტერატურა. რამპომ იაპონიაში დეტექტივების მოყვარულთა კლუბიც დააარსა, რომლის პირველი პრეზიდენტი თავადვე იყო, აქტიურად წერდა და აქვეყნებდა რომანებს, მოთხრობებს, მალე კრებულების გამოცემაც დაიწყო. კითხულობდა ლექციებს და წერდა გამოკვლევებს დეტექტიური ჟანრის შესახებ. რამპო ასევე წერდა მოთხრობებს მოზარდებისთვის. 1961 წელს ხელოვნებისა და ლიტერატურის ოსტატთა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. 1965 წლის 28 ივლისს ცნობილი მწერალი ინსულტით გარდაიცვალა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ადამიანი-სავარძელი
  • ტყუპი ძმა
  • წითელი ოთახი
  • მოგზაურობა ნახატთან ერთად
  • ფსიქოლოგიური ტესტი
  • მთვარით მონუსხულნი
  • ნაცარი
  • დანაშაულის უჩვეულო იარაღი
  • სქოლიო