ლევან ლორია ხალისიანი, სიცოცხლით აღსავსე და ამავდროულად სევდიანი მოთხრობების ავტორია. იგი არაფერს იგონებს, წერს იმაზე, რაც ხდება და რასაც ყველა ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. მას აქვს განსაკუთრებული უნარი, ტრივიალურსა თუ ბანალურში აღმოაჩინოს რაღაც არაჩვეულებრივი, თბილი და, რაც მთავარია, ადამიანური. თავისუფლების მაღალი ხარისხი იგრძნობა მის ხასიათში, შემოქმედებით ბუნებაში, მის მიერ თემების შერჩევაში, გამოხატვის მანერაში, მეტყველებაში, საგნებსა და მოტივებთან დამოკიდებულებაში, საერთოდ, ყველაფერში, რითაც შემოქმედი იცნობა. თავისუფალი თხრობა, თავისუფალი გარემო, თავისუფალი ხასიათები, თავისუფალი დიალოგები, თავისუფალი მოტივები, თავისუფალი ფორმა და თავისუფალი თამაში. ლევან ლორიას მოთხრობა – ეს არის თამაში წესების გარეშე. თამაში მისი სტიქიაა. ამიტომ არის ამ კარნავალურ ნარატივებში ყველაფერი მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი.
- ყდა
- თავფურცელი
- თამაში წესების გარეშე
- მე და დუდუ
- მე შენ მიყვარხარ
- მეორე სამამულო ომის ვეტერანის ვალერიან დევიძის აგვისტოს ცხელი ღამის დილა და მეორე დღე
- ერთად მოვიპარეთ, ანუ სიცოცხლე სულაც არ არის მოსაწყენი
- მე რა შუაში ვარ, მეძინა ჩემთვის...
- „მე პატარა ქართველი ვარ...“
- „ლამბდა“, ანუ ვაშლის მეთექვსმეტე ყვავილობა...
- არა რა, მეტი აღარ უნდა დავლიო...
- ბულკი
- ორშაბათი სტუმართა მიღების დღეა
- ბაბუა და ზღვა
- კიბე ცაში, ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ დარჩი
- ნოსტრადამუსი, ანუ ზამთრის ერთი თოვლიანი დღე
- დონ კიხოტის ბრალია ყველაფერი...
- სიყვარული, ზამთარი და ნავთის რიგი 2006
- კაცები
- მუჭში დამალული ნატვრა
- მე გიორგი ვარ
- მიწა მონატრებოდა ღმერთს…
- მე დავიკარგე...
- აი ია
- ორმოცდახუთი
- დავიღუპე! უყვარს... ანუ თოვლის ბაბუა