კალათა

დეტალურად

20 საუკეთესო რჩევა გემოვნებიანი და მოდური ინტერიერისთვის

კრებული

გამომცემლობა პალიტრა L

საზოგადოება ხელოვნება

სერია 20 ყველაზე

ყველა ადამიანი ოცნებობს ლამაზ, თბილ და მყუდრო საცხოვრებელზე. ბინა თუ კერძო სახლი ის ადგილია, სადაც დროის დიდ ნაწილს ვატარებთ, სადაც ვიღებთ სტუმრებს, სადაც მიედინება ოჯახის ცხოვრება. იქ უნდა სუფევდეს განსაკუთრებული გარემო, მასში ყოფნა უნდა გვსიამოვნებდეს ჩვენც და ჩვენს სტუმრებსაც. გარდა ამისა, სახლი მასში მცხოვრებ ადამიანზე ბევრ რამეს გვეუბნება ‒ თუ როგორ არის მოწყობილი, მოვლილი, მორთული, ეს პირდაპირ კავშირშია იმ ადამიანებთან, ვინც მასში ცხოვრობს. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მორთავთ თქვენს სახლს, როგორ მოაწყობთ და რამდენად კომფორტული იქნება ის პირველ რიგში, თქვენთვის. სახლის ინტერიერის გემოვნებიანად მოწყობა არც ისე ადვილი საქმეა, თუმცა თუ ცოტა ფანტაზიას მოუხმობთ, მცირე ცოდნას შეიძენთ ამ საკითხში, გადაათვალიერებთ სპეციალურ ჟურნალებს და ჩვენს პრაქტიკულ და გამოსადეგ რჩევებსაც გაითვალისწინებთ, გვერწმუნეთ, მალე და ადვილად მიიღებთ სასურველ შედეგს. მაშ, ასე, გთავაზობთ 20 საუკეთესო რჩევას, რომ მოაწყოთ თქვენი სახლი პრაქტიკულად, მყუდროდ, გემოვნებით, მოდურად და სასიამოვნოდ.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • 1. სწორად დაგეგმეთ სივრცე
  • 2. ფერი ინტერიერში
  • 3. ინტერიერის სტილი
  • 4. ბინის განათება
  • 5. როგორი უნდა იყოს ბავშვის ოთახი
  • 6. ოთახი გოგონასთვის
  • 7. ოთახი ბიჭისთვის
  • 8. პეჩვორკის სტილი – მოდური მიმართულება
  • 9. სტილი „ლოფტი“
  • 10. კედლების შეღებვა ტრაფარეტური ტექნიკის მეთოდით
  • 11. თაღები ინტერიერში
  • 12. მრავალფუნქციური სამზარეულო
  • 13. იდეალური საძინებელი
  • 14. შეცვალეთ ინტერიერი გასახდომად და სტრესის დასაძლევად
  • 15 „ზოლიანი“ გარემო
  • 16. მისაღები ოთახი
  • 17. ოთახის დაყოფა მისაღებად და საძინებლად
  • 18. გაერთიანებული სააბაზანოსა და ტუალეტის პლუსები და მინუსები
  • 19. იდეები ლოჯიის გასაფორმებლად
  • 20. ბინის გაფორმება