კალათა

დეტალურად

ნიკო კეცხოველის მიერ ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ დაწერილი ეს წიგნი პირველი მერცხალი იყო საქართველოში, რომელშიც გარემოდაცვითი პრობლემები მთელი სიგრძე-სიგანით დაისვა და სათანადო პასუხებიც გაეცა. წიგნის მოსამზადებლად ავტორმა გამოიყენა XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებული 100-მდე დასახელების სამეცნიერო თუ სამეცნიერო-პოპულარული წყარო, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. არადა, ამ წყაროებში ბუნების ცალკეულ კომპონენტებზე და მოვლენებზე (კლიმატი, წყალი, ფლორა, ფაუნა, რელიეფი და სხვ.) ბევრი, ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია დაფიქსირებული. ნიკო კეცხოველის ამ შესანიშნავ წიგნში საქმიანად და ადვილად გასაგებად არის განხილული კაცობრიობის წინაშე ამჟამად არსებული საჭირბოროტო პრობლემა – გარემოს შელახული ეკოლოგიური მდგომარეობა და მისი მოწესრიგებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა. ასეთი წიგნის წაკითხვა და მისი შინაარსის გაცნობიერება ადამიანს ბუნების რთულ არსში წვდომას უადვილებს. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წყალსა და ჰაერს, მცენარეულობას – ტყეს, მდელოსა და ველს – ეროზიულ მოვლენებს, ნადირსა და ფრინველს, განხილულია აგრეთვე მოშინაურებული მცენარეებისა და ცხოველების პრობლემები. ეს წიგნი მხოლოდ დამხმარეა მათთვის, ვისაც სურს, მიიღოს მონაწილეობა ბუნების დაცვის დიდ საქმეში.
  • თავფურცელი
  • 1. წინასიტყვაობის მაგიერ
  • 2. შესავალი
  • 3. სიცოცხლის წყარო
    • ა. წყალი ჩვენში
    • ბ. წყალს უდიერად ეკიდებიან
  • 4. მცენარეულობა
    • ა. ტყე
    • ბ. ტყე სილამაზეა, ჯავარია და ხალისი ჩვენი ბუნებისა
    • გ. მდელო და ველი
  • 5. ეროზია
  • 6. შევინარჩუნოთ, რაც დაგვრჩა
    • ა. მგელს მგლობა ერქვა, ტურამ ქვეყანა ამოაგდოო
    • ბ. ზღვა კოვზითაც დაილევა
  • 7. ნიღაბაფარებული მტერი
  • 8. მოშინაურებული მცენარე და პირუტყვი
    • ა. იქნება მაჩვენოთ, სად იზრდება ზანდური
    • ბ. სად წავიდა კარგი ცხენი?
  • 9. ნაკრძალები
    • ა. მერცხლების პირველი გუნდი
    • ბ. კარგმა საქმემ თავისი გაიტანა
    • გ. მეზობლებთან
    • დ. საზღვარგარეთ
  • ბოლოსიტყვა
  • ლიტერატურა