კალათა

დეტალურად

საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ზოგადად, მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ქალის ხმა დაკარგულია. ეს წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ძალისხმევას, გაუმკლავდეს დომინანტურ ისტორიულ დისკურსს და ფემინისტური პერსპექტივიდან აჩვენოს საქართველოს უახლესი ისტორიის წარსული, როდესაც ქალები ცდილობდნენ მნიშვნელოვანი როლი ეთამაშათ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფაქტი, რომ მოცემული პუბლიკაციით მკითხველი არა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეს და პუბლიცისტს, არამედ ფემინისტსაც გაეცნობა, ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის წარმოვადგინოთ კატო მიქალაძე, როგორც ისტორიის სუბიექტი, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი არა მხოლოდ დავიწყებული, არამედ სიცოცხლეშივე იქნა უარყოფილი. ეს პირველი მცდელობაა, ერთად მოვუყაროთ თავი კატო მიქელაძის მრავალმხრივ და მრავალფეროვან შემოქმედებას, რაც ასევე საშუალებას გვაძლევს ფემინისტური პერსპექტივიდან შევხედოთ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტს და ვიცოდეთ იმ მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც კატო მიქელაძემ დაგვიტოვა. მოცემულ პუბლიკაციაში შესულია მხოლოდ ის მასალა, რომელიც დღემდე შემორჩენილი და ხელმისაწვდომია, რაც კატო მიქელაძის შემოქმედების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. წიგნი ძირითადად ეთმობა ფემინისტურ პუბლიცისტიკას, რომელიც მის მიერვე დაარსებულ გაზეთში, „ხმა ქართველი ქალისა“ (1917-1918) ქვეყნდებოდა. გარდა მიქელაძის სტატიებისა, წიგნში ასევე ნახავთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გაზეთში გამოქვეყნებულ სხვადასხვა ავტორის სტატიებს, რომელიც მაშინდელ ისტორიულ კონტექსტს ასახავს და მას აქამდე უცნობი, ფემინისტური პერსპექტივიდან გვაჩვენებს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • წინასიტყვაობა
  • კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები
    • კატო მიქელაძე – ცხოვრების გზა
    • კატო მიქელაძე – ქართული ფემინიზმის სათავეებთან
    • „ხმა ქართველი ქალისა“ – ფემინიზმის ხმა საქართველოში
  • პუბლიცისტიკა
    • სიტყვა თქმული კატო მიქელაძის მიერ 20 მარტს ქალთა საზოგადო კრებაზე ქ. ქუთაისში
    • ქალებო, შევერთდეთ!
    • ამიერკავკასიის ახალი მთავრობის პროგრამა
    • ქართველი ქალი დღევანდელს ოჯახში
    • დღევანდელი ქალთა მოძრაობა
    • ქ. ქუთაისის ქალებს
    • გაუმარჯოს სულით დემოკრატს!
    • საიდუმლო მტერნი
    • ქალი, როგორც მოქალაქე
    • რამოდენიმე სიტყვა ჩვენს უნუგეშო მდგომარეობაზე
    • დედრობითი სქესის შემოქმედება
    • ქალაქის არჩევნები
    • ქართველ ქალებს სცემენ და აუპატიურებენ
    • მიხედეთ სოფლად ქალებს!
    • თანამედროვე სამართლის სამართლიანობა
    • საერთო ინტერესი თუ სქესური ეგოიზმი ეწინააღმდეგება ქალთა ინტერესებს?
    • ქალებო, გამოფხიზლდით!
    • ეს საქმე თქვენი ძმების ხელისაა
    • ქალებით ვაჭრობა
    • ამხანაგების საყურადღებოთ
    • ამხანაგებო და მოქალაქენო!
    • ქალები და პოლიტიკური პარტიები
    • კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი
    • პარტიული მონები
    • იდეური მებრძოლნი
    • ქალი და დამფუძნებელი კრება
    • ქართველ ქალთა სწორუფლიანობა და ეროვნული სკოლა
    • მამაკაცების სულმოკლეობა და დედაკაცების კონსერვატიზმი
    • ორი მთავარი საკითხი
    • ჩვენ და პარტიული თუთიყუშები
    • ჩვენ და ეროვნული ყრილობა
    • ამიერკავკასიის სეიმი
    • ჩემი სიტყვა, რომლის წარმოთქმის უფლება არ მომცა ბ. აკ. ჩხენკელმა ეროვნულ ყრილობაზე 20 ნოემბერს ქ. თბილისში
    • საქართველოს დამოუკიდებლობა
    • ქართველ ქალებს
    • ქალებო, დამფუძნებელი კრება ახლოვდება
    • საავტორო სვეტები
    • საუბარი მუშა ქალებთან
    • მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა
  • სხვადასხვა
    • ქალთა კლუბის წესდება
    • ქუთაისის საერთო ქალთა პოლიტიკური კლუბის პროგრამა
    • პროგრამა ქუთაისის ინტერპარტიული ქალთა ლიგისა
    • რედაქციისგან
    • მოქალაქენო!
    • რას მოვითხოვთ ჩვენ
    • რა არის კონსტიტუცია
    • მოწოდება
    • სალამი აღდგენილ ქართველ ქალს
    • ქალთა მანიფესტაცია
    • ქალთა ყრილობა (ჟურნალ-გაზეთთა ცნობა)
    • მოწოდება
    • კავშირი ქალთა დემოკრატიულ ორგანიზაციებისა (გაზეთიდან „დელო ნაროდა” )
    • რა მნიშვნელობა აქვს საყოველთაო თანასწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემას
    • ჩვენი გაზეთი
    • ქალები იუსტიციის სამინისტროში
    • ქ. სამტრედია
    • მოქალაქე რედაქტორო!
    • წერილი სამტრედიიდან
    • როგორ სდევნიდენ წინათ ქალს და როგორ სდევნიან ახლა
    • არა, ჯერ ჩვენ კიდევ არა ვართ ადამიანები (ვ. ლემეშოვისა)
    • ცრუ სახელწოდება
    • ამხანაგებო და მოქალაქენო!
    • პარტიული მტაცებლები
    • პატივი ეცით ქალის ნიჭს
    • ღია წერილი (ქ. სამტრედიის ზოგიერთი მამაკაცების მიმართ, განურჩევლათ პარტიისა)
    • ქალები ნაფიც მსაჯულთა კრებიდან გამორიცხეს
    • სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში საკათალიკოსო კრებაზე 15 სექტემბერს, 1917 წელი
    • არ შეიძლება დუმილი! სრულიად რუსეთის ქალთა სწორუფლიანობის ლიგა
    • სიხარბე, თუ ხალხის სიყვარული?
    • სიმართლის გზისკენ
    • ყოფილი ქუთაისის ქალთა საზოგადოების გამო
    • რედაქციისგან
  • ლექსები
    • N-ს
    • სული პრუდომიდან
    • შორს უცხოეთში
    • ი. ჭავჭავაძის დასაფლავებას
    • * * *(როცა ლამაზი სიტყვით მხიბლავდი...)
    • N-ს
    • გრ. როფაქიძეს
    • * * *(ჩემს სატრფიალო წალკოტ-ბაღებში...)
    • საყვედური ძმებს
    • ნ-ს (გინდა იცოდე, როგორ მიყვარდი...)
    • * * * (სახე მზიური, სხივმოფინარე...)
    • * * *(გულში ჩამეშვა სევდები ბნელი...)
    • საფო მგელაძის ხსოვნას
  • პირადი წერილები
    • ეკატერინე მელიქიშვილს
    • ეკატერინე მელიქიშვილს
    • ეკატერინე მელიქიშვილს
    • ეკატერინე გაბაშვილს
    • ეკატერინე გაბაშვილს
    • ნინო ნაკაშიძეს
  • განმარტებები
  • სქოლიო