კალათა

დეტალურად

თედო რაზიკაშვილი მრავალმხრივ გამორჩეული მოღვაწეა. იგი გახლდათ პროზაიკოსი, პოეტი, ფოლკლორისტი და პედაგოგი. ყველასათვის ცნობილი და პოპულარული „ქართული ხალხური ზღაპრების“ ორტომეული სწორედ თედო რაზიკაშვილის მიერ შეგროვებული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებისგან შედგება. თუმცა ის უმთავრესად მაინც საბავშვო მწერალია. ამ კრებულში შესულია თედო რაზიკაშვილის რჩეული მოთხრობები: „ფითრი“, მონადირე“, „მოარული ქუდი“, „მიხო და მწვანე კალია“ „ბუს ფეხი“, „სანთელი“ , „ქორის ბახალა“, „ძაღლის ჭკუა“ და სხვები. მწერალი მსუბუქი და ხატოვანი ენით აწვდის ბავშვს ცოდნას ბუნების მოვლენების, ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. მისი მოთხრობები მდიდარი ფანტაზიით, უშუალობითა და გულწრფელობით გამოირჩევა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ფითრი
  • როგორ გაჩნდნენ ხოხბები
  • მოარული ქუდი
  • მონადირე
  • ხავსი
  • გულკეთილი ლოკოკინა
  • ნაკადული
  • რა მოუვიდა სიმსუნაგით ბაციკა ბატკანს
  • გაზაფხულის სუნი
  • ბუს ფეხი
  • მომგებიანი საქმე
  • ცასწავალამ როგორ მოიხვეჭა სახელი
  • მიხო და მწვანე კალია
  • სანთელი
  • ჭრიჭინა
  • მუხა გაზაფხულზე
  • მკვეხარა პავლია
  • მოვლენ! მოვლენ!
  • გულადი მამლაყინწას ამბავი
  • შერიგდნენ
  • პირველი საშოვარი
  • ზღაპარი ღორისა, იმისი ხუთი გოჭისა და მგლისა
  • ბეკეკასი და მელიას ამბავი
  • ერთი ციყვის თავგადასავალი
  • „მეც გავძეღ და ჩემი სტუმარიცაო“
  • ძაღლის ჭკუა
  • სამჭედლოში
  • ქორის ბახალა
  • ერთი თავხედი თაგვის ამბავი
  • სქოლიო