კალათა

დეტალურად

დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება. იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა განუზრახავს. ცისფერი ირემი ხომ ტყის მარადიული სულია – ის თუ მოკვდა, ტყეც მოკვდება! მეგობრებს ამ კეთილ საქმეში ტყის ბინადარნი – მწიგნობარი წერო შიო, კაჭკაჭი ჭიბო, ჩხიკვი ჟოჟო, მაჩვი მუჩო, ბაჯბაჯა დათვი და გაქუცული მგელიც ეხმარებიან და ისინი ერთად შეძლებენ ჩახმახ ფილთაზარის დამარცხებას. პიპასა და ოლილეს კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ, სანამ ბოლოს საოცნებო პაპუჭინების ქვეყანაში არ მოხვდებიან, სადაც ყველა ძაღლი თავის კეთილ და მოსიყვარულე პატრონთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ნაწილი პირველი
    • პიპა ტყეში. თავგატეხილიცა და სახელგატეხილიც
    • მწიგნობარი წერო. პიპას სტუმრობა
    • წაპა და წუპა. ბაჭიები შინ ბრუნდებიან
    • შეხვედრა მაწანწალა ძაღლთან. ოლილე – მოხეტიალე მუსიკოსი
    • ვინ ამოთხარა ორმო? პიპამ ორმოში ზღართანი მოადინა
    • ბატონი შიო შინ არ ბრძანდება. პიპა უნდა შეიღებოს. პიპას გასაჭირი
    • ფუნდუკი „დაჭრილი ორბი“. ბულბულო და ხეკაკუნა
    • ქალაქი ტანტრაბეჩი. ჩახმახ ფილთაზარი პიპას დასჯას უპირებს. ტანტრაბეჩელთა გაბრიყვება
    • ოლილე და პიპა სტუმრად ბატონ შიოსთან
    • ძნელი ამოცანა. ორმო უნდა ამოივსოს!
    • საუბარი ძილის წინ. იმედიანი დილა. ერთსულოვნება. ტყის ბინადართა სიმღერა
    • მოლოდინი. ცისფერი ირემი. მატა. ჩახმახ ფილთაზარის მარცხი. დამშვიდობება
  • ნაწილი მეორე
    • ქალაქი დიპლიპიტო
    • მატა მოწყენილია. ბრძანება №799. ფაფხურ გარდანქეშანი – ქალაქის მთავარი მეეზოვე
    • ვინ გააღვიძა ქალაქის მთავარი მეეზოვე? მატამ ფანჯრიდან დაინახა უცხო არსება
    • უცხო არსება აუზში ბანაობს. მთავარი მეეზოვის ცოცხი
    • ქალაქი შეშფოთებულია. ორი განსხვავებული აზრი უცხო არსების შესახებ. დევის შვილი თუ ჰუმანოიდი?
    • მატა უცხო არსებას ეცნობა. ოლილეს და პიპას გამოცხადება. ბაზრის დარბევა
    • კამათი ლინ ზიანის ობსერვატორიაში
    • ბავშვები აუზში ბანაობენ. მალემსრბოლი, ოლილე, პიპა და ვაგუ ქალაქს ტოვებენ
    • გზაში. ზურგზე მოკიდებული ეკლესია. ჭიბო და ნათლიდედა ჟოჟო მოფრინდნენ
    • გამოქვაბული. ვაგუს სიზმარი
    • ბავშვებმა გამოქვაბულს მოაკითხეს. ვაგუს პირველი გაკვეთილი
    • ცისფერი ირმის გამოცხადება. მატა და მატა ერთმანეთს ეცნობიან. ნათლიდედა ჟოჟოს ოინები
    • გამოქვაბული. შავი ტყე. ცხრა მუხა და შავჯაგრიანი გველი
    • წარწერიანი ქვა. გიო წარწერას კითხულობს. პირველი საიდუმლო ამოხსნილია
    • ზურგზე ეკლესიამოკიდებული მღვდელი. ნათლობა. მეორე საიდუმლოც ამოხსნილია
    • მოულოდნელი შეხვედრა და განშორება. პაპუჭინების ქვეყანა. ისევ დიდი გზა
  • სქოლიო