წინამდებარე წიგნი ერთგვარი თეატრალური ლექსიკონია. ყოველი წიგნის აღნაგობა თავისებურია, რასაც წიგნის დანიშნულება განაპირობებს. რა არის ამ ლექსიკონის დანიშნულება? - ცოდნის მოსურნე მოზარდი ვაზიაროთ სასცენო ხელოვნების რთულსა და მიმზიდველ სამყაროს, რათა იგი მის რაობაში გაერკვეს, - იმიტომ, რომ ხელოვნების ეს სახეობა მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი იქნება.
თეატრალური ლექსიკონი არ უნდა იყოს ჩვეულებრივი, ნაცნობ სტანდარტზე აგებული ცნობარი, სადაც ანბანური წესით, მოკლედ იქნება განმარტებული ამ ხელოვნების შემადგენელი ნაწილები, - მით უფრო, რომ მისი მიზანი ამჯერად არის არა მხოლოდ ცალკეულ ტერმინთა განმარტება, არამედ საერთოდ თეატრის სამყაროს გაცნობა. ტერმინი ამ შინაარსში იქნება ჩართული, ოღონდ არა ანბანური თანამიმდევრობით, არამედ შესაბამისად სათაურისა - „მხოლოდ ერთი საღამო...“
რატომ ასეთი სათაური? იმიტომ, რომ თეატრის ქმნილება - სპექტაკლი - მხოლოდ ერთ საღამოს ცოცხლობს. განმეორებისას - ისევ მხოლოდ ერთ საღამოს! არაა დიდი დრო, მაგრამ რამდენს იტევს იგი?
რადგან ყველგან და ყოველთვის ადამიანები თეატრში თვითონ მიდიან, ესწრებიან წარმოდგენას, მისი დასრულების შემდეგ კი შინ ბრუნდებიან, ჩვენი თხრობაც ამ მარადიულ რკალში წარიმართება.
რაც შეეხება ლექსიკონის მთლიან შინაარსს, კომპოზიციურად მას შეკრავს პირველი და ბოლო კითხვები - რისთვის მიდის მაყურებელი თეატრში და რა მიჰყვება მას თეატრიდან ცხოვრებაში? რამდენი განცდა, რამდენი ფიქრი... და ერთი სურვილი - კიდევ მინდა თეატრში წასვლა.. და წავალ, აუცილებლად! - იმისთვის, რომ ისევ შევხვდე ხელოვნებას!
- ყდა
- თავფურცელი
- რედაქტორისაგან
- წინათქმა
- ადამიანის მიერ და ადამიანისათვის
- სად? რომელ თეატრში? რის სანახავად?
- ის აქ ცხოვრობს
- მაყურებელთა დარბაზი
- ფარდა
- სცენა
- რა უნდა ვიხილოთ?
- დრამატურგია
- მოქმედება
- მონოლოგი
- დიალოგი
- რეპლიკა
- რემარკა
- ჟანრი
- პროზა სცენაზე?
- მსახიობი
- ინტერპრეტაცია
- როლზე მუშაობა
- სახეობრივი ქმედება
- გარდასახვა
- ხასიათი
- სცენური განცდა
- ანსამბლი
- შემოქმედებითი სირთულეები
- რას ნიშნავს ოსტატობა?
- შემოქმედება და ტექნიკა
- სცენური სახის მხატვრული ფორმა
- სცენური ქმნილება და შემოქმედის პიროვნება
- პირისპირ
- წარმატება
- თანადროული
- ცხოვრების წესი
- შემოქმედი მსახიობის ბედი
- მაინც სცენისკენ!
- სცენური სახის სიცოცხლე
- უსასრულო შრომა
- ეს სივრცე მოქმედ პირთა სამყოფელია
- პიესა და მხატვარი
- ესკიზი და მაკეტი
- საგანთა სამყარო
- სპექტაკლის შუქ-ჩრდილები
- სახეობრივი სცენოგრაფია
- თეატრალური სამოსელი
- სამოსლის ესკიზი
- ეს რა ძალაა?
- სამოსელთა მოძრავი ფერები
- იყო ხმებიც
- ხმები ახლაც ისმის
- ცეკვა
- თანამედროვე დრამატული თეატრის ქორეოგრაფია
- ამდენ მხატვრულ ენას ვინ აერთიანებს?
- რა ხდება პიესაში?
- თუ რაღაც ხდება, - მაშ, იქ იბრძვიან
- რეჟისორი თხზავს სპექტაკლს
- სარეჟისორო გეგმა
- რეპეტიცია
- ორნი და მრავალნი
- სპექტაკლის მხატვრული ფორმა
- ოსტატი რეჟისორი
- მაყურებელი