კრებულში თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმში დაცული XIX-XX საუკუნეების ქართველი, აფხაზი, ოსი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მწერალთა დღემდე გამოუქვეყნებელი 310 ავტობიოგრაფია. ეს დოკუმენტები მნიშვნელოვანი წყაროა არა მხოლოდ მწერალთა ბიოგრაფიების, არამედ ლიტერატურული მიმდინარეობების, უცხოელ მწერლებთან ურთიერთობების და სხვა საინტერესო მოვლენების შესასწავლად. წიგნი პირველი (ორ წიგნად).