ძველი ქართული პანეგირიკული პოეზიის ნიმუში. წარმოადგენს თამარ მეფის ხოტბას. თამართან ერთად შექებულია მისი მეუღლე დავით სოსლანი და ვაჟი - ლაშა-გიორგი.
ზოგ მკვლევარს „თამარიანი“ სხვადასხვა დროს დაწერილი ოდების კრებულად მიაჩნია, ზოგს კი მეფე-ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების ამსახველ ერთიან პოემად. ნაწარმოები დაწერილი უნდა იყოს მე-13 საუკუნის დასაწყისში, ჩვენამდე კი XVII-XVIII საუკუნეთა ხელნაწერების სახითაა მოღწეული. პოემა ავტორად სახელდება ჩახრუხაძე. დაწერილია ოცმარცვლიანი ლექსით, რომელსაც „ჩახრუხაძეულს“ უწოდებენ.
- ყდა
- თავფურცელი
- [შესავალი]
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIV
- XV
- XVI
- XVII
- XVIII
- სქოლიო