ამბობენ, რომ კოლინზის საუკეთესო და ყველაზე ცნობილი რომანია „მთვარის სპეკალი“, რომელიც 1868 წელს დაიბეჭდა. მას ასევე ხშირად მიიჩნევენ ინგლისურ ენაზე დაწერილ პირველ დეტექტიურ რომანად. რომანს გამოარჩევს ფსიქოლოგიური სიზუსტე, ლოგიკური, ტიპური „დეტექტიური“ აზროვნება, რომანტიკული მოტივებით. ტომას ელიოტის განსაზღვრებით, ეს არის ყველაზე პირველი, ყველაზე ვრცელი და ყველაზე კარგი დეტექტიური რომანი ინგლისურ ლიტერატურაში. სწორედ კოლინზის შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს აგათა კრისტი და სხვა ცნობილი დეტექტივისტები.
რომანი პირველად კოლინზის დიდმა მეგობარმა ჩარლზ დიკენსმა დაბეჭდა თავის ჟურნალში. რომანი იმ კანონების დაცვით არის აგებული, რომლებიც სულ მალე დეტექტიური ჟანრის კლასიკური ნაწარმოებებისთვის სავალდებულო გახდა. გარდა ამისა, კოლინზმა რეალისტურად აღწერა ვიქტორიანული საზოგადოება და მისი ტიპური წარმომადგენლების ფსიქოლოგიურად ზუსტი პორტრეტები დახატა.
რომანის შინაარსი მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს - ბიძა თავის ძმიშვილ რეიჩელს დაბადების დღეზე უძვირფასეს საჩუქარს უძღვნის - ლეგენდარულ „მთვარის სპეკალს“, რომელიც ჯერ კიდევ 50 წლის წინ ერთ-ერთ ინდურ ტაძარს ამკობდა. დილით ბრილიანტი ქრება. რეიჩელი მასზე შეყვარებულ ბიძაშვილ ბლეიკს სდებს ბრალს, თუმცა ეს უკანასკნელი ყველანაირად ცდილობს, თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს და ნამდვილი ქურდი იპოვოს....
- ყდა
- თავფურცელი
- ცნობილი მხატვრის იურისტი შვილი
- ორ ქალს შორის გახლეჩილი
- საუკეთესო და ცნობილი რომანი
- ბრიტანული კინოვერსიები
- პირველი ამბავი (გაგრძელება)
- თავი მეექვსე
- თავი მეშვიდე
- მეორე ამბავი
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- მესამე ამბავი
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- თავი მეექვსე
- თავი მეშვიდე
- თავი მერვე
- თავი მეცხრე
- თავი მეათე
- მეოთხე ამბავი
- მეხუთე ამბავი
- ამბავი მეექვსე
- მეშვიდე ამბავი
- მერვე ამბავი
- ეპილოგი