1883 წელს ნიცშე წერს მალვიდა ფონ მეიზენბურგს (Malvida von Meysenburg): „ეგების გაქვთ სურვილი, ჩემი ერთ-ერთი ახალი სახელთაგანი შეიტყოთ? ეკლესიის ენაზე არსებობს ერთი ასეთი, რომელიც ამგვარად ჟღერს: „მე ანტიქრისტე ვარ“! „ანტიქრისტიანი“ ამ უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსის კალამს ეკუთვნის,. რომელშიც ის წამოჭრის ქრისტიანობის არსის შეცნობის პრობლემას. წიგნი პირველად 1895 წელს, გაცილებით გვიან გამოქვეყნდა, რადგან მის გამოქვეყნებას ხელს უშლიდა ელიზაბეტ ფორსტერ-ნიცშე (Elizabeth Forster-Nietzsche), რომელიც გონიერ და საღად მოაზროვნე ადამიანად ითვლებოდა, საკმაოდ გავლენიანი ფიგურაც იყო, მაგრამ არამც და არამც არ ეწეოდა თავისი ძმის იდეების პროპაგანდას. ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე იყო არის და დარჩება ყველა დროის ყველაზე ამოუხსნელ და ორიგინალურ ფილოსოფოსად, რომელიც განაგრძობს ადამიანების სულების აფორიაქებას. ნუთუ 21-ე საუკუნეში შევძლებთ იმის მტკიცებას, რომ მივუახლოვდით ნიცშეს ფენომენს და კარგად გვესმის მისი? ნიცშე უფრო ადრე წინასწარმეტყველებდა თავის დიდებას; „ანტიქრისტიანის“ წინასიტყვაობაში ის ამბობს: „მე მარტოოდენ ზეგინდელი დღე მეკუთვნის... განსხვავებული ადამიანები სიკვდილის შემდეგ იბადებიან“. კარგი იქნებოდა გვერწმუნა, რომ 21-ე საუკუნეში დადგება მისი ზეგინდელი დღე, რომელიც მართლაც ნათლად იზეიმებს ნიცშეს ფილოსოფიის ხელმეორედ, ახლად დაბადებას... „რელიგიის კრიტიკა წინაპირობაა სხვა ყველაფრის კრიტიკის“ - წერს მარქსი (მარქსისთვის, ისევე როგორც იმდროინდელი რევოლუციურად განწყობილი სხვა დემოკრატებისთვის, რელიგია წარმოადგენდა დოგმატურ, ავტორიტარულ, აზროვნების შემბოჭველ, გრძნობებისა და სულიერი ტყვეობის, თავისუფლების შემზღუდველ მოვლენას.). რელიგიის კრიტიკა ათავისუფლებს ადამიანს ილუზიებისგან და შესაძლებლობას აძლევს დასახოს სამომავლო გეგმები და იმოქმედოს ისე, როგორც გონიერ არსებას შეშვენის. ილუზიებისგან გათავისუფლებული უნდა ტრიალებდეს საკუთარი თავის ირგვლივ, ისე, როგორც ნამდვილი მზის გარშემო, რადგან რელიგია ილუზორული აბრისი - გამოსახულებაა მზის, რომელიც ადამიანის ირგვლივ ბრუნავს და არ შეწყვეტს ბრუნვას, ვიდრე ადამიანი არ შეეცდება თავის თავის ირგვლივ ბრუნვა-ტრიალს.“
- მხატვარი მარინა სოსელია
- რეზიუმე
- წინასიტყვაობა
- ფრიდრიხ ნიცშეს თხზულებების ბიბლიოგრაფია
- პრეფისი
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- 34
- 35
- 36
- 37
- 38
- 39
- 40
- 41
- 42
- 43
- 44
- 45
- 46
- 47
- 48
- 49
- 50
- 51
- 52
- 53
- 54
- 55
- 56
- 57
- 58
- 59
- 60
- 61
- 62
- შენიშვნები