კალათა

დეტალურად

სოსო მეშველიანის ახალი წიგნიდან ბევრი ციტატის მოხმობა შეიძლება, რომელიც კარგად დაგვანახებს ავტორის გამორჩეულ პოეტურ ხედვას. კიდევ იმას, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბების, განწყობილებებისა და ხასიათების უჩვეულოდ, თავისებურად გადმოცემა შეუძლია. ოღონდ ესაა, კონტექსტიდან ამოგლეჯილმა, ცალკეულ ფრაზებად მოყვანილმა სტრიქონებმა შეიძლება ის მომხიბვლელობა დაკარგოს, რაც მას ლექსის მთლიან სამოსელში გააჩნდა. სოსო მეშველიანი თავმოსაწონებლად არაფერს წერს. მისი ყველა სიტყვა განცდილი და ნაგრძნობია, გულში, გონებასა და სულის უღრმეს ხვეულებში გამოვლილი, გამოწრთობილი ურალიდან პირენეიმდე დაქსელილ გზებზე. წიგნში თითქოს ერთმანეთს ერწყმის შინაგანი და ტერიტორიული ემიგრაცია. ეს ორი უმწვავესი განცდა, მძაფრი სულიერი მდგომარეობა, რომელიც ყველგან შეიძლება დაგეუფლოს – როგორც აქ, სამშობლოში, ისე საკუთარი ქვეყნისგან მოშორებულს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • უხმოდ
  • * * * თხილის ნაწვიმარ ფოთლებშუა
  • დიდი ხნით გადამალული ლექსი
  • წერილი დედისგან
  • * * * რბილად ეცემა მსხლის ნაყოფი
  • გაქცევა
  • ოთხნი
  • დედის ხელები
  • სოფელი
  • ლიბერტა
  • გალიციური კაპრიჩიო
  • დასასრული
  • პეიზაჟი ლტოლვილი ბავშვებით
  • სავსე ღამე
  • ქოხი
  • სიზმარი
  • * * * აქედან არ ჩანხარ, „ვისპერს“
  • კადიზური განთიადი
  • კვირტით მყნობა
  • სმეტანა და ჩიმაბუე
  • ტურისტი
  • მშობლიური გაზაფხულის მონატრება
  • რიო ვერდე
  • * * * დამზერს ეშმაკის ქანდაკება
  • ცისფერი ნოქტიურნი
  • განცდა მუსიკისგან
  • მეზობელ პასტორს
  • * * * ეს ნორჩი სიმწვანე ისეთია
  • * * * მინდა დავისიზმრო მწვანე ამბროზია
  • * * * მე ვსუნთქავ, ღმერთო!
  • ღამე სოფლად
  • დანამცეცებული ფიქრები
  • პესიმისტის ეპიტაფია
  • ციკლიდან: მაჭპა სიცოცხლის ხის ქვეშ
  • ხარის სიკვდილი
  • * * * ამ ცხელ ღამეში დამიბერავს სიგრილე მთის
  • ბამბღუ
  • ღამე მოშიშვლებულ მთაზე
  • შავი
  • * * * რა საბაბი მაქვს, აბა ერთი დამისახელე
  • * * * გვენთო კოცონი შუაგულ ტყეში
  • მიჟლაჰარ
  • * * * უფორმო ხე მიყრდნობია სახლის ყრუ კედელს
  • აჟვეიფშას სიზმარი
  • ძველი მაგნიტოფონი
  • * * * დღეში ნახევარ, იგივე ათ ღერ „ჩესტერს“ ვეწევი
  • მკვდარი ჩიტი
  • ლობიოს ლურჯი ყვავილი
  • დილა სვანეთის მთებში
  • მიწა
  • ZIRYAB
  • ჩემი პატარა, მომავალი სამყარო
  • წამიერი
  • * * * წვიმის გაბმული შრიალი, ტევრი
  • * * * შენ გიკვირს, როცა ვაღმერთებ შოპენს
  • სქოლიო