კალათა

დეტალურად

ბორხესს ზოგიერთი მაგიური რეალიზმის ლათინო ამერიკული სკოლის ფუძემდებლად მიიჩნევს და გაბრიელ გარსია მარკესთან ერთად XX საუკუნის სამხრეთ ამერიკული ფიქციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად ასახელებს. სხვები კი მასში უნივერსალურ მწერალს ხედავენ. მის ნაწარმოებებში ხშირია სიმბოლოების, სარკეების, ლაბირინთების, რეალობისა და პიროვნების თემა. ფიქციის გარდა ბორხესის შემოქმედება მოიცავს ფილმებისა და წიგნების კრიტიკას, დეტექტიურ რომანს. ბორხესი დეტექტიურ რომანს მიიჩნევს კლასიკური ლიტერატურის ღირსეულ მემკვიდრედ, რადგან მას გააჩნია ნათლად განსაზღვრული გეგმა, შესავალი, ინტრიგა და დასასრული. ბორხესს ეკუთვნის ასევე მოკლე ბიოგრაფიები და გრძელი ფილოსოფიური ესეები მეტყველების, დიალოგის, აზროვნებისა და მათი ურთიერთმიმართების შესახებ. ისეთ სტატიებში, როგორიცაა, მაგალითად, „ტანგოს ისტორია“ და „ათას ერთი ღამის მთარგნელები“, ავტორი ნათლად მიანიშნებს იმ ელემენტებზე რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მის ცხოვრებაში.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ქვიშის წიგნი
  • მედალი
  • ეთნოგრაფი
  • უხუცესი სენიორა
  • სხვა
  • სარკე და ნიღაბი
  • სამხრეთი
  • კაცი ვარდისფერი კაფედან
  • პარაცელსიუსის ვარდი
  • დაღლილი კაცის უტოპია
  • მელნიანი სარკე
  • ულრიკა
  • სხვა ორთაბრძოლა
  • ხუან მურანია
  • THERE ARE MORE THINGS
  • როსენდო ხუარესის ამბავი
  • გარეწარი ქალი
  • საჩუქრების ღამე
  • უღირსი
  • აველინო არედონდო
  • იდუმალი სასწაული
  • ასტერიუსის სახლი
  • პედრო ენრიკეს ურენიას სიზმარი
  • ჯვარზე გაკრული ქრისტე
  • Everything and Nothing
  • ბორხესი და მე
  • დელია ელენა სან-მარკო
  • მიცვალებულთა დიალოგი
  • ტყვე
  • ანარეკლი
  • მოწმე
  • ლოცვა
  • ბუენოს-აირესი
  • ყვითელი ვარდი
  • Dreamtigers
  • 1983 წლის 25 აგვისტო
  • უანგარო მკვლელი ბილ ჰარიგანი
  • სქოლიო