კალათა

დეტალურად

გურამ მეგრელიშვილის მწერლური (და, რასაკვირველია, ადამიანური) ეთიკა გულზე მუშტის მცემელი და თითის მქნეველი მორალისტის პოზიციებს სრულებით გამორიცხავს, საკუთარი გამოცდილებით იწყებს, „ადამიანურ“ დისკურსებს არჩევს: „ამას წინათ მეგობრებთან ერთად ლუდს ვსვამდი და რატომღაც სამოქალაქო აზრის არქონაზე ჩამოვარდა საუბარი“ – ასე, სასხვათაშორისოდაა დაწყებული მისი საუბრები. ლიტერატურულ ჟანრთა ტრანსფორმაციის პირობებში გურამ მეგრელიშვილის სათქმელს კონკრეტულ ფორმას ვერ მოუძებნი, ის შუალედურია პუბლიცისტიკასა და ესეისტიკას შორის, თუმცა, მეორე მხრივ, იმდენად ხარ აღძრული საკუთარი მანკიერებების აღმოჩენით, რომ ამ ტექნიკურ საკითხზე ფიქრიც კი გეუხერხულება. „სერბები ძალიან მაგარი ხალხია. მაგარი ფეხბურთიც აქვთ და მაგარი მწერლებიც ჰყავთ, რადგან ამ ქვეყანაში მოქალაქეობრივი ვალის მოხდა იციან“ – ალბათ დაგვეთანხმებით, არც ერთ რედაქტორს არ ეყოფა გამბედაობა, ეს არააკადემიური ენობრივი სტილი შეასწოროს. თუ გურამ მეგრელიშვილისეული სააზროვნო სისტემის ერთ-ერთ მიმართულებას - სტატისტიკურ ლოგიკას გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ ამ წიგნში პროცენტულად ყველაზე ხშირად ნახსენები სიტყვაა „მოქალაქე“ და მისგან ნაწარმოები ფორმები. ეს სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს მწერლის პრიორიტეტებზე. ამ წიგნის საბაბი ერთია – გურამ მეგრელიშვილმა დუმილი ვერ შეძლო! სწორედ ესაა მისი მწერლობის (მით უმეტეს, ადამიანობისა და მოქალაქეობის) გამართლება.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ვინაა საქართველო?
  • მამაჩემი თეიმურაზი
  • ნოეს კიდობანი
  • „სიტყვა-ბლოკები“
  • Good As You
  • და ისევ Hello, ამერიკა!
  • 2245 წელი
  • ანძის ამფეთქებლები
  • F63.0
  • კილო 105 ლარი
  • კინო VS ლიტერატურა?
  • დებილი შვილების მამები
  • მკითხველთა რამდენიმე ტიპზე და სხვა ონავრობები
  • რატომ უნდა ვიყიდოთ ქართველი მწერლების წიგნები
  • სოვდაგრების ლიტერატურა
  • ხბოს აღტაცება?
  • მინიშნებები მკითხველთა იმ კატეგორიისთვის, ვინც ჯოჯოხეთში მოხვდება
  • მდიდარი სოფლელები
  • ნათურები მასისზე
  • ბაცაცები
  • გამოდისკრიმინირებულები შვილების წერილი მამებს
  • დევებზე მონადირენი