კალათა

დეტალურად

ავსტრიელი პროზაიკოსი და დრა­მა­ტურგი არტურ შნიცლერი (1862-1931), განათლებით ექიმი, იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო და სამწერლო მოღვაწეობას. 1880-იანი წლების მეორე ნახევარში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები და პიესები და მალე „იმპრესიონიზმად“ მონათლული ლიტერატურუ­ლი მიმართულების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლადაც იქცა. მე-20 საუკუნის დამდეგს შნიცლერის შემოქმედებით დაინტერესება საქართველოშიც დიდი იყო. მისი რამდენიმე ნოველა ითარგმნა და დაისტამბა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, ხოლო 1907 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა პიესა „ფერხული“. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მწერლის რამდენიმე მოთხრობა დაიბეჭდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალებში ///"არილში///", „საუნჯესა“ და „ჩვენს მწერლობაში“, ხოლო 2010 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მისი სამი ნოველა შეიტანა კრებულში „ავსტრიული მოთხრობები“. „ბენეფისში“ წარმოდგენილია მოთხრობები შნიცლერის შემოქმედებითი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდიდან: 1888-დან 1923 წლამდე.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ეროსი და თანატოსი, როგორც მოკავშირეები
  • წარმოდგენას დიდი მთავარი ესწრება
  • სხვა
  • ვაჟიშვილი
  • ბრძენის ცოლი
  • მკვდრები არ ლაპარაკობენ
  • ბენეფისი
  • ლეიტენანტი გუსტლი
  • უსინათლო ჯერონიმო და მისი ძმა
  • ანდრეას თამაიერის ბოლო წერილი
  • ბედის წყალობა
  • ერთი გენიოსის ამბავი
  • ბერბიჭას სიკვდილი
  • ფროილაინ ელზე
  • სქოლიო