კალათა

დეტალურად

ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან

კატალოგი

გამომცემლობა ლიტერატურის მუზეუმი

დოკუმენტური

ელენე დარიანის ამბავი ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ისტორიაა ქართულ ლიტერატურაში. ელენე დარიანის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ლექსებს იცნობს მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურით დაინტერესებული ყველა ადამიანი. 50-იანი წლებიდან მოყოლებული ოფიციალურად მიიჩნევა, რომ ქართული ლიტერატურისთვის თავისუფლებითა და ეროტიულობით სრულიად გამორჩეული ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია. დარიანული ლექსების ავტორი რომ ქალია, პირველად ღიად ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა დაწერა გასული საუკუნის მიწურულს და სასტიკი კრიტიკაც მოიმკა. ბევრმა პაოლო იაშვილის შეურაცხყოფადაც კი მიიღო მისი ავტორობის ეჭვქვეშ დაყენება, არადა თვითონ პაოლოს არასდროს განუცხადებია, რომ „დარიანული ციკლის“ ლექსები მისია. პოეტს ამით ჩრდილი არ ადგება, პირიქით, მეტ რომანტიულ ელფერს სძენს მის პიროვნებას. პაოლოს რეაბილიტაციის შემდეგ, 1955 წელს გამოცემულ პირველ კრებულში შემდგენელმა შალვა დემეტრაძემ დარიანის ლექსებიც შეიტანა წიგნში. მას შემდეგ ეს ლექსები გამოცემიდან გამოცემაში გადადის. ელენე ბაქრაძეს (პირველი ქორწინების შემდეგ – ბერიშვილი და მეორე ქორწინების შემდეგ – ქართველიშვილი), 10-იან და 20-იან წლებში ვიწრო წრეში იცნობდნენ, როგორც ელენე დარიანს. ელენე ბაქრაძეს ეკუთვნის, 50-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენიმე მოგონება, რომელშიც ის აღწერს, თუ როგორ შედგა მას და პაოლო იაშვილს შორის ლიტერატურული თანამშრომლობა, როგორ წერდა ელლი ლექსებს და როგორ არედაქტირებდა მათ პაოლო. ეს წიგნი გაგაცნობთ არა მხოლოდ საიდუმლოებით მოცულ ისტორიას, არამედ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ სასიყვარულო ამბავსაც.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • 1. ელენე ბაქრაძე. 16 ივნისი, 1911
  • 2. პაოლო იაშვილი. 1910-იანი წლები
  • 3. ელენე ბაქრაძის მოგონება, 1950-იანი წლები.
  • 4. ლექსი „პირამიდებში“, ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №1, გაზაფხული, 1916
  • 5. ლექსი „პირამიდებში“, ელენე ბაქრაძის ავტოგრაფი. განჯა, 1918
  • 6. ლექსი „პირამიდებში“, პაოლო იაშვილის ავტოგრაფი.
  • 7. ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, №2, ზამთარი, 1916
  • 8. ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე. 1916
  • 9. ლექსი „დარიანული“, ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, №10, დეკემბერი, 1923
  • 10. ლექსი „დარიანული“, ელენე ბაქრაძის ავტოგრაფი
  • 11. ლექსი „დარიანული“, პაოლო იაშვილის ავტოგრაფი
  • 12. გვერდი ოსკარ შმერლინგის შარჟით, ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, №12, 20 მარტი, 1916
  • 13. ინფორმაცია ქუთაისში, გალაკტიონის საღამოზე, ელენე დარიანის ლექსების წაკითხვის შესახებ
  • 14. ლექსები „ძახილი“და „ჩემი თავადი“, გაზეთი „მეგობარი“, №33, 8 ნოემბერი, 1915
  • 15. პაოლო იაშვილის წერილი ელენე ბაქრაძეს. ქუთაისი, 10 ნოემბერი, 1915
  • 16. ლექსი – * * * უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი..., ელენე ბაქრაძის ავტოგრაფი
  • 17. ელენე ბაქრაძის მოგონება, 1950-იანი წლები
  • 18. გიორგი ბერიშვილი, უცნობი, ელენე ბაქრაძე. 1919
  • 19. იაზონ ბაქრაძის წერილი ელენე ბაქრაძეს. 31 მარტი, 1916
  • 20. ელენე ბაქრაძე. 1910-იანი წლები
  • 21. ლექსი „ცისფერი ქოლგა“, ელენე ბაქრაძის ავტოგრაფი
  • 22. შიო მღვიმელის იუბილე, 1916
  • 23. კატო მიქელაძის წერილი ელენე ბაქრაძეს. ქუთაისი, 1916
  • 24. ელენე ბაქრაძის წერილი კატო მიქელაძეს. განჯა, 1916
  • 25. ელენე ბაქრაძე და უცნობები. ანაპა, 25 აგვისტო, 1928
  • 26. ტიციან ტაბიძის წერილი ვალერიან გაფრინდაშვილს, რომელშიც საუბარია ელენე დარიანზე, მოსკოვი, 2 იანვარი, 1917
  • ტიციან ტაბიძის წერილი ვალერიან გაფრინდაშვილს
  • 27. ტიციან ტაბიძის წერილი ვალერიან გაფრინდაშვილს. მოსკოვი, 28 სექტემბერი, 1916
  • 28. პანტელეიმონ პეტრენკო, ელენე ბაქრაძის პორტრეტი, 1930
  • 29. ჩანაწერი გალაკტიონ ტაბიძის უბის წიგნაკში. 8 ივნისი, 1948
  • 30. ელენე ბაქრაძე. ანაპა, 1928
  • ელენე ბაქრაძე – Largetto
  • 31. სიმონ ჯანაშია და ელენე ბაქრაძე. აბასთუმანი, 1920-იანი წლები
  • 32. ტიციან ტაბიძის წერილი ელენე ბაქრაძეს წარწერით
  • 33. სიმონ ჯანაშიას ლექსის „ოфორტი წყალზე“ავტოგრაფი. 13 იანვარი, 1922
  • 34. ჩანაწერი გალაკტიონ ტაბიძის უბის წიგნაკში
  • 35. ელენე ბაქრაძე და შალვა ქართველიშვილი. 1920-იანი წლები
  • 36. ელენე ბაქრაძე, შალვა ქართველიშვილი და უცნობები. გემი „აფხაზეთი“, 1931
  • ელენე ბაქრაძის მოგონება
  • 37. აბასთუმანი, 1920-იანი წლები
  • 38. კონსტანტინე გამსახურდიას წერილი ელენე ბაქრაძეს. სოლოვკა, 1926
  • 39. კოლაუ ნადირაძის წიგნის „ბალდახინი“ მიძღვნა: «ელენე დარიანს – ძვირფას დას». ქუთაისი, 1920
  • 40. ელენე ბაქრაძე. 1920-იანი წლები
  • კოლაუ ნადირაძის წიგნის წაკითხვის შემდეგ დაწერილი ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილის ლექსი
  • 41. ელენე ბაქრაძე. 1920-იანი წლები
  • გრიგოლ ცეცხლაძის მოგონება
  • 42. ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილის წარწერა ელისაბედ ქართველიშვილის დღიურზე
  • 43. ელენე ბაქრაძე, იოსებ გრიშაშვილი და უცნობები. წაღვერი, 1920-იანი წლები
  • 44. იოსებ გრიშაშვილის მინაწერი ელისაბედ ქართველიშვილის დღიურზე
  • ელენე ბაქრაძის მოგონება
  • 45. ელენე ბაქრაძის ლექსის – * * * მაღალ მოლოდინს შეეჩვია ჩუმი პროფილი...
  • 46. პაოლო იაშვილის ლექსის „ელენე დარიანს“ ავტოგრაფი,1923
  • 47. ვახტანგ კოტეტიშვილი, ელენე ბაქრაძის პორტრეტი. 20 დეკემბერი, 1922
  • 48. ლადო გუდიაშვილის წარწერა წიგნზე
  • 49. ელენე ბაქრაძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი და უცნობები. 1950-იანი წლები
  • 50. ელენე ბაქრაძე და უცნობები. 1970-იანი წლები
  • ელენე ბაქრაძის მოგონება
  • სქოლიო