ეკა ქევანიშვილმა რამდენიმე წლის წინ, სრულიად სპონტანურად, ლიტერატურულ ფორუმზე ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების ლიტერატურული პროფაილების გამოქვეყნება დაიწყო. ენთუზიაზმით მუშაობდა, უდედლაინოდ, ავტორებს თავად არჩევდა. ერთ ავტორს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე. შემდეგ ამ პროფაილებმა და დიალოგების სერიამ ლიტერატურულ ჟურნალებში (არილი, ლიტერატურული პალიტრა, საუნჯე) გადაინაცვლა. ასე დაგროვდა სხვადასხვა თაობის და სხვადასხვა მიმართულების მწერალთა ამბები, რომლებიც ამ წიგნშია თავმოყრილი. წიგნში თავმოყრილია შემდეგი ავტორების პროფაილები: რატი ამაღლობელი, დიანა ანფიმიადი, შალვა ბაკურაძე, ანდრო ბუაჩიძე, ლაშა ბუღაძე, დათო გაბუნია, ბათუ დანელია, ზვიად დევდარიანი, თამთა დოლიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ნინო თარხნიშვილი, თეა თოფურია, ქეთი თუთბერიძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი კეკელიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, მაკა ლდოკონენი, ზურაბ ლეჟავა, ლია ლიქოკელი, გურამ მეგრელიშვილი, მაკა მიქელაძე, ნათია ნაცვლიშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ზვიად რატიანი, ლელა სამნიაშვილი, მაია სარიშვილი, გიო საჯაია, დარეჯან სუმბაძე, ირმა ტაველიძე, დათო ტურაშვილი, თამრი ფხაკაძე, დავით ქართველიშვილი, ნინო ქევხიშვილი, გელა ჩქვანავა, დავით ჩიხლაძე, ბესო ხვედელიძე, ზურა ჯიშკარიანი, ნიკა ჯორჯანელი.
- ყდა
- თავფურცელი
- რატი ამაღლობელის „ლექსში გადარჩენილი თოვლი“ და სხვა ამბები
- გოგონა და „დამავოი“ –დიანა ანფიმიადი –არჩევანისა და არადანისათვის
- შალვა ბაკურაძე: იქ, სადაც ადამიანია, ან ფრინველი, ან ბალახი,ან წყალი, ან მიწა
- ანდრო ბუაჩიძის „დიდი ქალაქის პოეზია“
- ლაშა ბუღაძე: „პირველად მაინც ამბავი იყო...“
- მწარე, ძალიან მწარე დათო გაბუნია: შემოლაწუნებები და საკუთარი კუდის მოჭრები არ მჩვევია
- ბათუ დანელია: წერა – სუნთქვაა!
- წითელი – ზვიად დევდარიანი: ნუნუ ექიმო, გადავრჩები?
- თამთა დოლიძე – ზედმეტადგაცხადების შიშით
- თეონა დოლენჯაშვილის – ადამიანები
- ავანტიურისტი ამელი (ნინო თარხნიშვილი): „აი, ვინ გვასახელებს“ და „აი, ვინ გვარცხვენს“
- თეა თოფურია: ცხრა მზე მინდოდა მქონოდა, რვის მეტი ვერ შევაგროვე...
- სიყვარულით ჩრდილოეთიდან (ქეთი თუთბერიძე)
- შოთა იათაშვილი – ბიბლიოთეკის მზესუმზირა
- ინგოროყვას ქალი, ნატო: გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული...
- ირაკლი კაკაბაძის „რიტუალი და აიაზმა“
- ჩრდილების ჩრდილი გიორგი (გიორგი კეკელიძე)
- ანა კორძაია-სამადაშვილი: „თავგადასავლი არ უნდადასრულდეს“
- მაკა ლდოკონენის „ქიშმიშიანი ამბები“
- ზურაბ ლეჟავას მაგიდის ერთი მესამედი
- ლია ლიქოკელის სულიერი საგნები
- გურამ მეგრელიშვილი (ზემხა): მეც ცოტათი ვასია ვარ...
- მაკა მიქელაძის „შინაგანი დიალოგი“
- დაბადების დღეების მიმლოცველი – ის (ნათია ნაცვლიშვილი), კუნიკო და კუნასარა
- გაგა ნახუცრიშვილი – სახელების დარქმევის გარეშე
- ხმების კაცი, ზვიად რატიანი
- ლელა სამნიაშვილი – „პოეზია – ისეთივე ბუნებრივი, როგორც ლაპარაკი ან სიარული“
- ეს არის პარიზი... (მაია სარიშვილი)
- გიო საჯაია – კაცი, რომელმაც ძილი დაკარგა
- ანასტასია-დარეჯან სუმბაძე: „აქ თუ გადარჩები – გადარჩები“
- გოგონა (ირმა ტაველიძე)
- დათო ტურაშვილის – წერა, როგორც ვნება
- მისი ომი (თამრი ფხაკაძე)
- დავით ქართველიშვილის დაბრუნებული დრო
- ნინო ქევხიშვილის (ჰექსეს) თავისუფლება – უნარი მართო საკუთარი ცხოვრება
- გელა ჩქვანავა – კოლორიტების შემგროვებელი
- დავით ჩიხლაძის კოსმოსი
- ბესო ხვედელიძე: რა(ც) ხდება სინამდვილეში...
- ზურა ჯიშკარიანის „ზეგ და ვერტიკალურად“
- ნიკა ჯორჯანელი: „ხელოვნების ადგილი იქაა, სადაც არასრულყოფილებაა“