„ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ სიყვარულის მარად უჭკნობი ხოტბაა. დასავლეთის ლიტერატურაში იშვიათად მოუხდენია რომანს ვერტერისოდენა ზეგავლენა. როგორც ლიტერატურული ძეგლი, იგი ერთი უმთავრესი თავკიდურთაგანია ევროპულ რომანტიკის ისტორიაში. მისი სიდიადე მარტოოდენ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობით არ განიზომება. ყოველი ახალი თაობა ამ წიგნს ისეთივე სიყვარულით გადაიკითხავს, როგორც კითხულობდა მას მეთვრამეტე საუკუნეში, რადგან წმინდა პოეტური ქმნილება მარად ჭაბუკური შთაგონებით გამტფარია და ისევე უკვდავი, როგორიც ქმნილება ბუნებისა და მისივე სტიქიონი. იმდენად შთამბეჭდავი სულთქმნილებაა ეს ნაწარმოები, რომ თავის დროზე ლესინგს მწერლისთვის მოუთხოვია აუცილებლად გამოეთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება თვითმკვლელობისადმი. გოეთეს გმირებს ერთიცაა, თავად გოეთესაც განუცდია უნუგეშო სიყვარულის ტკივილი, მახვილი აუღია ხელში და ორიოდე გოჯზე დაუკოდავს კიდეც საკუთარი სხეული, თუმცა საბედნიეროდ, ოპტიმიზმს გაუმარჯვია.
წიგნში ასევე შესულია „არჩევითი ნათესაობა“.
- ყდა
- თავფურცელი
- ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი
- წიგნი პირველი
- წიგნი მეორე
- გამომცემლის მიმართვა მკითხველისადმი
- არჩევითი ნათესაობა
- ნაწილი პირველი
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- თავი მეექვსე
- თავი მეშვიდე
- თავი მერვე
- თავი მეცხრე
- თავი მეათე
- თავი მეთერთმეტე
- თავი მეთორმეტე
- თავი მეცამეტე
- თავი მეთოთხმეტე
- თავი მეთხუთმეტე
- თავი მეთექვსმეტე
- თავი მეჩვიდმეტე
- თავი მეთვრამეტე
- ნაწილი მეორე
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- თავი მეექვსე
- თავი მეშვიდე
- თავი მერვე
- თავი მეცხრე
- თავი მეათე
- თავი მეთერთმეტე
- თავი მეთორმეტე
- თავი მეცამეტე
- თავი მეთოთხმეტე
- თავი მეთხუთმეტე
- თავი მეთექვსმეტე
- თავი მეჩვიდმეტე
- თავი მეთვრამეტე
- სქოლიო