კალათა

დეტალურად

ინგლისელი მწერალი ქალის დორის ლესინგის (1919-2013) „ოქროს რვეული“, რომელიც 1962 წელს გამოქვეყნდა, ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული. „სულაც არ მიფიქრია ფემინისტებისთვის ბიბლიის დაწერა. მე მხოლოდ ჩემი გამოცდილება და ის აღვწერე, თუ როგორ ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ ქალები, როგორ ეძებდნენ თავიანთ ადგილს საზოგადოებაში, პოლიტიკასა და სექსში. დღემდე მაკვირვებს, რომ ამ რომანს მკითხველი რევოლუციის მოხდენის მცდელობად აღიქვმს.“ – განაცხადა ლესინგმა 2004 წელს ჟურნალ „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. თავისუფალი ქალი (ასე უწოდებს მას მწერალი) ანა ვულფი თითქოს ნაწილებად არის დაგლეჯილი: თავად ანა, მისი წიგნი, მისი შვილი, საყვარელი, მეგობარი მოლი, მოლის ვაჟი ტომი, პარტია და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. როგორმე რომ მოაგროვოს თავისივე გაბნეული ნაწილები, ანა ჩანაწერების გაკეთებას იწყებს რვეულებში: შავში, წითელში, ყვითელში და ლურჯში. ყველაფრის შემაჯამებელი კი ოქროს რვეული ხდება.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • თავისუფალი ქალები 2
    • ორი ვიზიტი, რამდენიმე სატელეფონო ზარი და ტრაგედია.
  • რვეულები
    • შავი რვეული
    • წითელი რვეული
    • ყვითელი რვეული
    • ლურჯი რვეული
  • თავისუფალი ქალები 3
    • ტომი ეჩვევა, რომ დაბრმავდა. ამ დროს უფროსები ცდილობენ, დაეხმარონ.
  • რვეულები
    • შავი რვეული
    • სისხლი ბანანის ფოთლებზე
    • წითელი რვეული
    • ყვითელი რვეული
    • ლურჯი რვეული
  • თავისუფალი ქალები 4
    • ანა და მოლი ტომიზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ.
  • რვეულები
    • შავი რვეული
    • წითელი რვეული
    • ყვითელი რვეული
    • ლურჯი რვეული
    • * * *
    • * * *
    • ოქროს რვეული
  • თავისუფალი ქალები 5
    • მოლი თხოვდება, ანას რომანი აქვს.
  • სქოლიო