„ამ წიგნის რუსული ვერსია პირველად 1992 წელს გამოვიდა 100 000-იანი ტირაჟით და უმალ გაიბნა მაშინ ჯერ კიდევ ერთიან პოსტსაბჭოურ საინფორმაციო სივრცეში. მას მოჰყვა თარგმანი პოლონურ ენაზე და მისი ხალხმრავალი პრეზენტაცია ვარშავაში. მერე იყო მეორე შევსებული გამოცემა რუსულად და პუბლიკაცია ჟურნალში „ნასტოიაშჩეე ვრემია“ (რიგა). ტექსტი ითარგმნა უკრაინულად და ლატვიურადაც, ქართულად კი მას პირველად ვთავაზობთ მკითხველს.
მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული „ბერიას საქმე“ თითქმის 60 წლისაა, ჩვენ ძველებურად ცოტა რამ ვიცით ბოლშევიკური იმპერიის ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეთქმულების შესახებ, რომელზეც საკუთარ ვერსიას გვთავაზობს სერგო ბერია, ლავრენტი ბერიას ერთადერთი ვაჟი.
როცა თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ კვლავ მივუბრუნდი ჩვენს დიალოგებს, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ესაა მოთხრობა არა მარტო ლავრენტი ბერიაზე, არამედ მის ვაჟზეც, რომლის მწარე თავგადასავალი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ სისხლიან გზაზე, რომელიც მეოცე საუკუნეში საბჭოთა იმპერიასთან ერთად საქართველომაც გამოიარა“ (რაულ ჩილაჩავას წინასიტყვაობიდან).
- ყდა
- თავფურცელი
- რამდენიმე სიტყვა ქართული გამოცემისთვის
- შესავალი
- ჩემს მშობლებს სიყვარული და ურთიერთნდობა აკავშირებდა
- „დასანანია, რომ მშენებელი არ გამოხვედი!“ – შეეძლო ეთქვა მამისთვის ბებიაჩემს
- ომის წინ ჩვენს სახლში ცხოვრობდა თვით რობერტ ოპენჰაიმერი
- სტალინის მიმართ მე რთული, გაორებული დამოკიდებულება მაქვს
- დედას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ მამა ცოცხალია
- მათთან, ვინც მართლმსაჯულება ფეხქვეშ გათელა, მართლმსაჯულება რა მოსატანია!..
- არსად და არასდროს ჩემი ბიოგრაფია არ დამიმალავს
- საშინელად მამა აქცია სისტემამ, რომელიც მართლაც საშინელი იყო
- ბოლოსიტყვაობა