კალათა

დეტალურად

ყველასათვის ცნობილი მწერალი, აკა მორჩილაძე, იგივე გიო ახვლედიანი, 1995 წლიდან 2009 წლამდე სპორტულ გაზეთ „სარბიელში“ მუშაობდა ე. წ. მესვეტედ და სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს სპორტის თითქმის ყველა სახეობის, უმეტესად კი ფეხბურთის შესახებ. ამ 14 წლის განმავლობაში ათასობით სტატია დაწერა, რომელთა წიგნად გამოცემის იდეაც „სარბიელის“ რედაქტორს, ზურაბ მეძველიას მოუვიდა აზრად. სწორედ მან შეკრიბა ძველი წერილები, გადაარჩია და ეს უზარმაზარი მასალა 10 ტომზე დაიყვანა. ახლა ამ ათტომეულის მეორე წიგნს ვთავაზობთ მკითხველს. მასში მოთავსებულია 1998 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნებული წერილები.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში
  • მისტერ ბუნგუს სამეზობლო ქალაქი, სადაც ყველა ბიჭი მოკრივეა
  • ჩემი ჯგუფი
  • წილისყრის შემდეგ
  • ბიჭები ჭუჭყიანი ქუჩიდან (პუერტო-რიკო - გაღატაკებულ მებრძოლთა ნავსაყუდელი)
  • მანეჟის ფუტბოლი, ფეხბურთის პრავაკაცია
  • გვეთხოვება ქართული ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე
  • დუდუს ოცნება
  • ბაბილონური ამბავი
  • დიადი კინშასა ზანგები საზანგეთში
  • ღამის ზარების ამბავი
  • ნიუკასლი კენი დალგლიშისა
  • ნაგანოს თეთრი მზე
  • რას მოგვიტანს როილი?
  • დიადი კინშასა - ბრდღვინვა ჯუნგლებში
  • პაიჭაძის ბუცები
  • მეორედ მოსვლა (ოკრობოკრო ინგლისურო გზებო, საით წაიყვანთ პატარა ქინქის?)
  • „აიაქსი“ და სინათლე
  • ბასტერი, მშვიდი ცხოვრების მასტერი
  • 89 დღით ადრე
  • ზინედინ არაბი (ათასერთღამურად)
  • ცხოვრება და ტკივილი ლეონ ქილერისა და მისი უმცროსი ძმისა
  • რას ეწოდება სოკერი?
  • სადა ხართ, ქალაქელო ფანებო?
  • არ არსებობს მეორე ასეთი კაცი...
  • ფანები მინდორში
  • როდის მოიგებს თასს მადრიდის რეალი?
  • ნეისმიტი ვერ იფიქრებდა - ოდესღაც კალათბურთი თამაში იყო
  • იყო სიცილიანი და დიდი მოკრივე
  • აქედანა და გორამდე
  • იმარჩიელე, ეს კარგია
  • ძველ ნევადაში(კარსონ სიტიდან ლას-ვეგასამდე)
  • მილანის „ინტერის“ დასაცავად
  • ამბავი მეთოფეთა გამარჯვებისა
  • გოლი მეთოთხმეტე ნომრისგან
  • ძველ ნევადაში წმინდა პატრიკის დღეს
  • ძველი და ახალი
  • გაცდენილი ფინალი
  • როკი V (მოკრივის ნაამბობი)
  • ბოლო პატარა სვეტის ეჭვები
  • ორი გოჯი მშობლიური მიწა
  • იტალია რომ კუნძული იყოს
  • სადა ხარ, მალანდრო?
  • ისევ იმ ძველი დარდისა
  • მარჯვენა დენ დონელისა
  • ზამორადან ჩილავერტამდე - კლასიკა და ავანგარდი
  • ერის გული
  • ალან, გყავს ძაღლი?
  • ახალნასწავლი ფეხბურთი
  • მასპინძელო, მხიარულო?
  • ის ქალაქი დავიპყროთ
  • არ მინდა წითელი
  • ცრუ გუნდთა მხილება
  • ეს არ არის რიო დე ჟანეირო
  • ის
  • როგორ მოკლა კოპლი ბენქსმა (კაპიტანი შარკი)