ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი სახელგანთქმული ავსტრიელი მწერალია. დაიბადა 1874 წლის 11 თებერვალს ვენაში, არისტოკრატიულ ოჯახში. მიიღო ბრწყინვალე განათლება, იცოდა რამდენიმე ენა. საზოგადოებამ გაიცნო 1890 წელს ლექსებით. მალევე დაუმეგობრდა არტურ შნიცლერს, სტეფან გეორგეს, ჰენრიხ იბსენს და შეუერთდა მათ მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ ჯგუფს. მწერალი ჟურნალებში აქვეყნებს სტატიებს, რომლითაც ქადაგებს ხელოვნებას ხელოვნებისათვის. ჰოფმანსტალი ნეორომანტიზმისა და სიმბოლიზმის უდიდესი წარმომადგენელია. მწერალმა ბევრი იმოგზაურა ევროპაში, უმეტესწილად ველოსიპედით, შეისწავლა სამართალი და ფილოლოგია, 1898 წელს გაიცნო რიხარდ შტრაუსი. კომპოზიტორმა მისი ლიბრეტოების მიხედვით არაერთი ოპერა შექმნა, მათ შორის „ქალი ჩრდილის გარეშე“ (1919 წ.), სცენისთვის გადაამუშავა სოფოკლეს, ევრიპიდეს, კალდერონის, მოლიერის ნაწარმოებები, პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა საინტენდანტო უწყებაში, წერდა სტატიებს.
ჰუგო ფონ ჰოფმანსტალის ნაწარმოებები: „ქალი ჩრდილის გარეშე“, „672-ე ღამის ზღაპარი“ და „მარშალ ბასომპიერის თავგადასავალი“ ტიპური ნიმუშებია ნეორომანტიზმისა, რომლებსაც მკითხველი, იმედია, სიამოვნებით გაეცნობა.
- ყდა
- თავფურცელი
- ქალი ჩრდილის გარეშე
- 672-ე ღამის ზღაპარი
- ეპიზოდი მარშალ ბასომპიერის ცხოვრებიდან
- სქოლიო