ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ერისკაცი… – ასეთად იცნობდნენ მისი თანამედროვენი დიმიტრი უზნაძეს; ასე შევიდა მისი სახელი საქართველოს ისტორიაში. დიმიტრი უზნაძემ, ამავდროულად, თავის მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო მსოფლიო ისტორიის შესწავლას და შექმნა ამ სფეროში პირველი ქართული სახელმძღვანელოები. მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოცემული ამ წიგნების სულ ორიოდე დედანია შემორჩენილი, ისიც კერძო კოლექციებში. ამდენად, ეს არის ბიბლიოგრაფიული უნიკუმი, რომლის ისტორიული, სამეცნიერო და სასწავლო მნიშვნელობა კვლავაც განუზომლად დიდია. პალიტრა L-მა შეუნარჩუნა ამ წიგნებს როგორც ვიზუალური მხარე, ისე შინაარსობრივი, და გამოსცა, როგორც რარიტეტი, ანუ უიშვიათესი, ძველი, სამუზეუმო გამოცემა. დიმიტრი უზნაძის ძველი მსოფლიოს ისტორია – საუკუნის წინანდელი გამოცემის ზუსტი ასლი. გაეცანით დიდი მეცნიერის ნაშრომს რარიტეტულ, უანალოგო გამოცემაში.