კალათა

დეტალურად

საშუალო და უფროსი თაობის ქართველი მკითხველისათვის ო’ჰენრის სახელი კარგად არის ცნობილი. მარტივი მიზეზის გამო - საბჭოთა კავშირში ო’ჰენრის მოთხრობები მილიონიანი ტირაჟებით იბეჭდებოდა, რადგან კომუნისტური ხელისუფლება მასში ველური კაპიტალიზმის მანკიერებათა მამხილებელს, ერთგვარ კრიტიკოსს ხედავდა. სინამდვილეში, ო’ჰენრი პოლიტიკურად ანდა იდეოლოგიურად ანგაჟირებული ავტორი არასოდეს ყოფილა - წერდა გასართობ, იუმორისტულ, თუმცა, ამავე დროს, „ადამიანურ“ მოთხრობებს ადამიანებზე, რომლებიც მის გვერდით იყვნენ, რომლებსაც იცნობდა და თანაუგრძნობდა. მისი მოთხრობები გამოირჩევა ხალასი იუმორით, სიუჟეტის ორიგინალობითა და მოულოდნელი, ეფექტური ფინალით. ო’ჰენრის სულ დაწერილი აქვს 278 მოთხრობა. სიცოცხლეში მისი მოთხრობების ათი წიგნი გამოვიდა, გარდაცვალების შემდეგ - კიდევ სამი. ო’ჰენრის ნაწერების სრული კრებული 18 ტომს შეადგენს. ამერიკის ლიტერატურის ისტორიაში მას საკუთარი ადგილი უკავია, როგორც მოკლე მოთხრობის (Short story) დიდოსტატს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინასიტყვაობა
  • მოგვების ძღვენი
  • უკანასკნელი ფოთოლი
  • პოლისმენი და ჰიმნი
  • ნამდვილი ამბავი
  • ჯეფ პიტერსი, როგორც პერსონალური მაგნიტი
  • სანამ ავტო იცდის
  • თავდასხმა მატარებელზე
  • პრინცესა და პუმა
  • შფოთვის კარიბჭე
  • მშრალზე დარჩენილი რვაფეხა
  • ორჯერ მკვდარი მატყუარა
  • უკუგარდასახვა
  • გზა, რომელსაც ვირჩევთ
  • მოუცლელი ბროკერის რომანი
  • გაზაფხული A LA CARTE
  • სესხი - პირველივე მოთხოვნით
  • არკადიაში გავლით
  • იუმორისტის აღსარება
  • სფინქსის ვაშლი
  • სიყვარულის მსახურება
  • მარკიზი და მის სალი
  • ალქაჯური პურები
  • ვინ დგას ყველაზე მაღლა
  • წრის კვადრატურა
  • მწვანე კარი
  • გულები და ხელები
  • დაუმთავრებელი მოთხრობა
  • წითელკანიანთა ბელადის გამოსყიდვა
  • საბრალდებო დასკვნა
  • ბედისწერის გზები
  • სქოლიო