კალათა

დეტალურად

ლუიჯი პირანდელო ცნობილი იტალიელი მწერალი და დრამატურგი იყო, ნობელის პრემიის ლაურეატი. ეს პრემია 1934 წელს მიიღო „შემოქმედებითი გამბედაობისა და გამომგონებლობისთვის, დრამატურგიული და სასცენო ხელოვნების აღორძინებისთვის“. ლუიჯი პირანდელო 1867 წლის 28 ივნისს დაიბადა იტალიის ქალაქ ჯირჯენტიში. გიმნაზია პალერმოში დაა­მთავრა. რომისა და ბონის უნივერსიტეტებში სწავლობდა. ლიტერატურული მოღვაწეობა 1889 წელს დაიწყო. ერთ წელიწადში რომში გაემგზავრა და იქვე დასახლდა. 1891 წელს დისერტაცია დაიცვა რომანულ ფილოლოგიაში. 1925-1928 წლებში პირანდელო რომის სამხატვრო თეატრს ხელმძღვანელობდა, სადაც რეჟისორის აპლუაში საკუთარ პიესებს დგამდა, ასევე მისი თანამედროვე იტალიელი ავტორების პიესებს - დე სტეფანის, მასიმო ბონტემპელის - და უცხოელი ავტორების დრამატურგიას. ლიტერატურაში შეაბიჯა როგორც პოეტმა. გამოსცა პოეტური კრებული „სასიხარულო ტკივილი“. ნოველების პირველი კრებული კი - „სიყვარული უსიყვარულოდ“ - 1894 წელს გამოქვეყნდა. მის ნოველებში ძირითადად „პატარა“ ადამიანების შინაგანი სამყაროა გადმოცემული და მისი სულიერი ამბოხება ცხოვრების უსამართლობის წინააღმდეგ. მისი ნოველები მოგვიანებით პირანდელოს ბევრ პიესას დაედო საფუძვლად. პირანდელოს კალამს რომანებიც ეკუთვნის. სულ ექვსი რომანი დაწერა, მათ შორის ავტობიოგრაფიული - „ხანდაზმულები და ახალგაზრდები“, ასევე ყველაზე ცნობილი რომანი „განსვენებული მატია პასკალი“. თუმცა ყველაზე განთქმული მაინც პირანდელოს დრამატურგიაა. პირველი პიესა 1910 წელს დაწერა. მისი პიესების უმრავლესობა ყოფითი კომედიაა სიცილიურ დიალექტზე დაწერილი. მწერალი 1936 წლის 10 დეკემბერს რომში გარდაიცვალა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ქაღალდის სამყარო
  • შავი თავშალი
  • საქორწინო ღამე
  • შიშველი სიცოცხლე
  • შიგ გულში
  • ბედნიერება
  • გრძელი კაბა
  • ქვევრი
  • მარაო