კალათა

დეტალურად

ტიციან ტაბიძის ნარკვევი, რომელიც 1929 წელს დაიწერა, დღემდე უცნობი იყო ქართველი საზოგადოებისათვის. იგი არ შესულა ტ. ტაბიძის თხზულებათა არც ერთ კრებულში. მასში განხილულია ქართული ლიტერატურის ისტორია XIX საუკუნის დასაწყისიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე. ავტორს ნარკვევი გამიზნული ჰქონია რუსულენოვანი მკითხველისათვის; ამით უნდა აიხსნას ნარკვევის ინფორმაციული ხასიათი. თუმცა ბრწყინვალე პოეტი და ლიტერატორი, ბუნებრივია, ვერ ეტევა ინფორმაციულ ჩარჩოებში, დიდად სცილდება მას და ნარკვევის ძირითადი ნაწილიც კრიტიკულ-ესეისტურ ხასიათს ატარებს. ავტორის მიზანია, მკითხველს დაანახვოს ქართული ლიტერატურის სიფართოვე და სიღრმე, წინ წამოსწიოს მისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა, განიხილოს იგი მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში. ნაშრომს ერთვის ლადო მინაშვილის წინათქმა და მიმოხილვითი წერილი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • წინათქმა
  • ახალი ქართული ლიტერატურა (მეცხრამეტე საუკუნე - მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე)
  • НОВАЯ ГРУЗИНСКАЯ ЛИТЕРАТУРА
  • სახელოვანი პოეტი ახალი და უახლესო ქართული ლიტერატურის ისტორიკოსის ამპლუაში
  • სქოლიო