ნოდარი გურაბანიძე უამრავი თეორიული წერილის, სტატიის თუ რეცენზიის ავტორია. მისი ინტერესების სფეროში აგრეთვე შედის თანამედროვე ქორეოგრაფია (ბალანჩინი, ვახტანგ ჭაბუკიანი, გოგი ალექსიძე, ნინო ანანიაშვილი), კინემატოგრაფია, პლასტიკური ხელოვნება (ფერწერა, ქანდაკება), ევროპული თეატრის და რეჟისურის პრობლემები.
მისი წიგნებიდან გამოვარჩევთ ორტომეულს – I „გამარჯვების გზით“ და II, „ავსტრალიიდან ამერიკამდე“, რომელიც ეხება რუსთაველის თეატრის მონაწილეობას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებსა თუ მის გასტროლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნ. გურაბანიძე რუსთაველის თეატრის თითქმის ყველა საზღვარგარეთული ტურნეს ხელმძღვანელი იყო. იგი, სხვადასხვა დროს, ასევე ახლდა მარჯანიშვილის თეატრს – იტალიაში, თბილისის საოპერო თეატრს დიუსბურგში (გერმანია), მეტეხის თეატრს – საარბრუკენში და პარიზში, ანსამბლ „რუსთავს“ – ესპანეთში, კოტე მახარაძის „ერთი მსახიობის თეატრს“ ისრაელში.
ცალკე გამოვარჩევთ მის მხატვრულ-ესთეტიკურ მინიატურებს „სამყარო თეატრალის თვალით“, რომელსაც 1998 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ნ. გურაბანიძე აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ და შემოქმედებით ცხოვრებაში, როგორც საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე (1972-1981 წ.წ.), ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ (შემდგომ „ხელოვნების“) მთავარი რედაქტორი (1981-2003 წ.წ.) იგი იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1966-1972 წ.წ.). ათეული წლის მანძილზე მიჰყავდა თეატრმცოდნეობის კურსი ჯერ თეატრალურ ინსტიტუტში, შემდგომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.
- ყდა
- თავფურცელი
- შესავალი
- „მე გეკითხებით: რას უპირებთ ტანჯულ ქვეყანას და რა სამარე განგიზრახავთ მის დასამარხათ?“
- „მე ვაკოცებ შენს ბაგეს, იოქანაან!“
- „სიცოცხლისა და სილამაზის დაუშრეტილი წყარო“
- „ირლანდიელი ყვარყვარე“ ანუ სინგის „გმირი“ რუსთაველის თეატრის სცენაზე“
- ექსპრესიონისტული დრამა და „ახალი ადამიანის“ პრობლემა რუსთაველის თეატრში
- „ეს როგორღა მოგწონთ, ჩემი ინდური ხალათი?“
- „ოჰ, რა დიდებულს ჭკვა-გონებას ეწია ბნელი!“
- რუსთაველის თეატრის დარბაზს ვირის ჩრდილმა გადაუფრინა
- „თუკი მომიხმობს ჩემი ხალხი, ჩემი ქვეყანა, მე რად დავიხევ!“
- „ანთებულ თვალთა ციური ცეცხლი“
- „მირანდოლინა, თქვენ დიდი ქალი ბრძანდებით“
- „სთქვით, იცოდათქო მან სიყვარული“
- „გაეთრიე, გაეთრიე, გერმანიიდან!“
- „სირანო დე ბერჟერაკი პოეტი იყო ეპოქალური“
- „შეიტანეთ თეატრი ცხოვრებაში“
- „თანამედროვეთა თავმდაბლობა ძალიან ჰგავს ძველების თავხედობას“
- „მეფე ვარ, მეფე! სწორედ მეფე თავითფეხამდე!“
- „მე იქა ვარ სადაც იბრძვიან, სადაც მღერიან და სადაც უყვართ“
- „თქვენ ხართ მსაჯულნი, განსაჯეთ რწმენით, რამდენად ვარგა ხომალდი ჩვენი“
- „... და, აჰა, მოვედ ოიდიპოსი!“
- „ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი საგიჟეთია“
- „ნუ გგონიათ, რომ ადამიანები მხოლოდ გასართობად დადიან თეატრში“
- „დროთა კავშირი დაირღვა და... „
- „ნუ ჩაუწვებით ქმრებს ლოგინში... „
- „არ შეიძლება ცხოვრებიდან ყველაფერი აიღო და სამაგიერო არაფერი მისცე“
- „ნუ აჭყიტავთ თვალებს რომანტიკულად!“
- „... იმ ათენელს, მე რომ გიბრძანე, თუ მოასხურე წამწამებზე ტრფობის სამსალა?“
- „გინახავთ სადმე კმაყოფილი ფრანგი?“
- „ჰოი, მასხარავ, ხედავ, ვგიჟდები“
- „ყველაფერი დამშვიდდა, ვინც უნდა მომკვდარიყო, მოკვდა უკვე... „
- „ფეხებს ნუ გაშლით!“
- მეძავი შენ-ტე, რომელსაც უარის თქმა არ შეუძლია
- „ო, ბედისწერავ, გარდუვალო, ბრმაო და გულქვავ“
- „რა გაცეკვებთ! რა გაქვთ ამდენი სამხიარულო! სული მეხუთება, ვიხრჩობი... „
- „არასოდეს არ უნდა ჩაიცვას კაცმა თავისი საუკეთესო შარვალი, როცა თავისუფლების და ჭეშმარიტების დასაცავად მიდის“
- „ის სულდიდობით ყველა შეთქმულს აღემატა“
- „ბერნარდა ალბას ქალიშვილი უმანკო მოკვდა!!!“
- „ჰო, უნდა მოვკვდე. აბა, რისთვის მოვედი აქა“
- „... მოსამართლის სკამზე ვინმე აზდაკი იჯდა“
- „ქრისტიანი და ებრაელი, პირველ ყოვლისა, არიან კაცნი, მხოლოდ კაცნი“...
- „თუ არ ვარგივარ მოარშიყედ და დარდიმანდათ, ბოროტმოქმედად ხომ გამოვდგები... „
- „და საძულველი ჭეშმარიტად ის არის როცა, გულმოდგინება უფლის მიმართ თვალთმაქცურია“
- „შესდექით ერის მთავარნო! ერთი ქალის გამო ნუ დაღვრით ქართველების სისხლს“
- „მუსრავს ქეთევანს შაჰის ჯალათი“
- „ნუთუ ადამიანი სულ ეს არი?“
- „მშვიდობით პრინცო, ილოცეთ ყველამ“
- “როდის ექნება დასასრული საზარელ სიზმარს“
- „მძიმე ცოდვაა, ჩანს, დაბადება“
- ბერნარდა ალბას მოულოდნელი გარდაცვალება
- ბოროტი შუი-ტა, რომელსაც უარის თქმა შეუძლია
- „ყველაფერს გავბედავ, რისი გაბედვაც ადამიანს შეუძლია“
- „ქალის სიმართლეს არ ირწმუნებს არასდროს ხალხი, თუ ამ სიმართლის მსხვერპლი გახდა მეორე ქალი“
- „მომახსენე, რა დღეშია ჩვენი თბილისი, რა ელოდება სანუკვარ ქალაქს, მზისა და ვარდების სავანეს“
- „სიყვარული და ნეტარება არ მოაკლდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ულამაზეს ილირიას“
- „გაათრიეთ გვამები“
- „განა ჩვენი გონება უფსკერო სიღრმეების მუდმივ განუჭვრეტელ წყვდიადში არ დაბორიალობს?“
- „მე ძალიან კეთილი კაცი ვარ, მაგრამ ისეთი დრო დადგა, რომ სახლში არავის შემოვუშვებ“
- „გიჟები ყველგან არიან, საგიჟეთშიც კი“
- სქოლიო