„შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა“ – ასე სწერდნენ სელჩუკები ჯერ კიდევ გაპარტახებული საქართველოს მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელსაც მამამისის, გიორგი II-ის მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ჭაბუკობაშივე მოუწია, თავის თავზე აეღო ძალიან რთული მისია – ტყე-ღრეებად ქცეული საქართველო კვლავ სახელმწიფოდ ექცია. ეს მატიანეში შემონახული ფაქტებია.
ხოლო დათო ტურაშვილის ახალ რომანში – „ტყეების მეფე“ (რომელიც თავდაპირველად კინოსცენარი იყო და რომლის მიხედვითაც დიდ მეფეზე ფილმი უნდა გადაეღოთ) – ერთმანეთშია გადახლართული ლეგენდები და ისტორიული ცნობები და უდიდესი ქართველი მეფის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის ახლო გარემოცვასა და ისტორიული ფაქტების განსხვავებულ ვერსიებს გვაცნობს.
- ყდა
- თავფურცელი
- სანამ ფილმს გადაიღებენ
- ღიშპანელი
- შულია
- მოძღვარი
- გურანდუხტი
- გორდო
- ჟამი ქვათა
- ქსენონი
- ტაძარი
- ალამუთი
- ნიკოფსიიდან დარუბანდამდე
- მეფის კედელი
- დიდგორი
- კარნუ
- დედაქალაქი
- ბოლოთქმა