კალათა

დეტალურად

ვანო ჩხიკვაძე – ძველი, კარგად ნაცნობი სახელი და მისი ახალი რომანი, წიგნი, რომლის ფურცლები ისევ სავსეა ტკივილითა და დარდით. ახალი წიგნი – ახალი თემებითა და ძველი პრობლემებით: ბელეტრისტული მატიანე 2008 წლის აგვისტოს ომისა, რომელმაც მოურჩენელი იარები დაუტოვა საქართველოს. აქ ორი ომი მძვინვარებს – ომი გარეშე მტერთან და ომი საკუთარ თავთან. პირველი ომი საუკუნეზე მეტია მიმდინარეობს, მეორე კი ახლახან, ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ დაიწყო. დემოკრატიზმის თეორიით დაბნეული ქართველობა ეძებს დაკარგულ სამშობლოს და სამშობლოში დაკარგულ თავის თავს. იბომბება ქართლი, იწამლება თბილისი, სული კი ბორგავს გალიაში გამომწყვდეული მხეცივით. ომს აქვს კანონი – ულმობლობის კანონი; ომს აქვს გემო – ჯოჯოხეთის სიმწარე; ომს აქვს სუნი – ცრემლის, სირცხვილისა და დამცირების სუნი. მაგრამ ომს სხვა წესიც აქვს, ის გმირებს შობს. ჰოდა, ისინიც აქ არიან, ამ წიგნში, – შეურაცხყოფილნი, მაგრამ გაუტეხელნი, მამაპაპურ თარგზე მოჭრილი ქართველები, რომლებიც სიტყვით და დუმილით იცავენ სამშობლოს ღირსებას. მათთან ერთად არის ავტორიც, რომელიც, მართალია, სასწაულმოქმედი არ არის, მაგრამ შეუძლია ტკივილი შვებად, სევდა სიხარულად, უიმედობა კი იმედად აქციოს, რაღა თქმა უნდა, პროზის კანონების შესაბამისად.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • 1.
  • 2.
  • 3.
  • 4.
  • 5.
  • 6.
  • 7.
  • 8.
  • 9.
  • 10.
  • 11.
  • 12.
  • 13.
  • 14.
  • 15.
  • 16.
  • 17.
  • 18.
  • 19.
  • 20.
  • 21.
  • 22.
  • 23.
  • 24.
  • 25.
  • 26.
  • 27.
  • 28.
  • 29.
  • 30.
  • 31.
  • 32.
  • 33.
  • 34.